აპრილში წლიური ინფლაცია 7,2% იყო
ფოტო: Lum3n / Pexels
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები 0,9%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,2%-ს მიაღწია.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12,4%-ით, რაც 1,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17,8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,9%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7,1%-იანი მატება, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7%), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4,5%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,8%-ით, რაც 1 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21,4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12,1%) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,9 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40,2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12,3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10,1%), თევზეული (9,4%), პური და პურპროდუქტები (6,4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6,1%), რძე, ყველი და კვერცხი (6,1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,6%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22,2%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18,2 %);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15%-იანი მატება, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (16,3%).
ფოტო: საქსტატი
სტატისტიკის მიხედვით, წლიური ინფლაცია გასულ თვეშიც 7,2% იყო. თებერვალში ფასების 3,6%-იანი, ხოლო იანვარში 2,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი სახელმწიფოს მხრიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევის მიზნის, გასული თვის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 125 ათასამდე მსესხებელს კრედიტი 1%-ით გაუძვირდა.
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს
გადახედვა
-
კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში დააკავეს პირი, რომელიც იმიტირებულ მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა თბილისში დააკავეს პირი, რომელიც იმიტირებულ მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
კომენტარები