ქალების გასაძლიერებლად საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში USAID-მა თიბისისთან თანამშრომლობით გრეის ჰოპერის ჯილდო დააწესა
ფოტო: თიბისი
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს აწესებს. ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.
პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და პირველი ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის — გრეის ჰოპერის სახელს ატარებს.
"დღეს, როდესაც საქართველოში ქალების ჩართულობა ICT სექტორში ასეთი დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც მათ მონაწილეობას ამ სფეროში უფრო გაზრდის. ამ მიმართულებით გავრცელებულია სტერეოტიპები, გვაქვს როლური მოდელების ნაკლებობა და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავაწესეთ გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა. ჩვენი მიზანია, ამ სფეროში უკვე წარმატებული გოგონების და ქალების წარმოჩენა. გვსურს იმ ორგანიზაციებისა და პროგრამების წვლილის აღნიშვნა, რომლებმაც ამ კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიეს. გვაქვს იმედი, რომ გრეის ჰოპერის პროგრამით, ჩვენ მოტივაციას მივცემთ მეტ გოგონას და ქალს ჩაერთონ ამ სექტორში და ასევე, წავახალისებთ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებას", — აღნიშნავს მარიამ ქობალია, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალგაზრდებისა და გენდერის სპეციალისტი.
"ეს პროექტი პირდაპირ შეესაბამება თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტებს, მხარი დაუჭიროს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ასეთ დროულ წამოწყებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ამ მიმართულებების მიმართ მომავალში. გარდა ამისა, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეების აღიარებას ამ სფეროებში და პარტნიონი ორგანიზაციების ჩართულობით, დაეხმარება მათ პროფესიულ ზრდას და ბიზნეს პერსპექტივების გაფართოებას", — განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ღია ნომინირებისა და ნომინირებული კანდიდატების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, გრეის ჰოპერის ჯილდო შემდეგ კატეგორიებში გადაეცემათ:
1. მომავლის ლიდერი — 18 - 30 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცვლილებებს ახდენს ტექნოლოგიების საშუალებით ან/და აქვს ICT სფეროში განსაკუთრებული მიღწევები.
2. ICT სფეროს ჩემპიონი — ქალი, რომელიც იკავებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ICT ინდუსტრიაში, თავისი საქმიანობით არის როლური მოდელი სხვა ქალებისთვის და მოაქვს პოზიტიური ცვლილებები ინდივიდუალურად ან/და ორგანიზაციის ფარგლებში.
3. ტექნოლოგიური სტარტაპი — დამწყები ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაარსებულია და/ან წარმართავს ქალი/ქალები და რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, მომსახურებას ან ბიზნეს მოდელს.
4. ქალების გაძლიერების პროგრამა — გამორჩეული პროგრამა, პროექტი ან ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს გოგონების და ქალების ჩართულობას ტექნოლოგიების სფეროში.
5. მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია — ორგანიზაცია/ინსტიტუტი, რომელიც თავისი საქმიანობით, როგორც ორგანიზაციაში, ისე ორგანიზაციის გარეთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას წაახალისებს.
6. ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი — ქალი ან მამაკაცი, ვინც შეიტანა წვლილი ქალების გაძლიერებაში, ან ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის განახორციელა კონკრეტული ინიციატივები ქალების გასაძლიერებლად და მათი ინტერესების ადვოკატირებისთვის.
გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის ნომინაციების მიღება 26 მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის 26 აპრილის ჩათვლით. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ნომინაციის გასაკეთებლად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ. გვერდს: www.ictwomen.ge
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
კომენტარები