პარტიის ლიდერები მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე, არც შემდეგ — ქართული ოცნება
ფოტო: ქართული ოცნება / FB
პარტია ქართული ოცნების განცხადებით ისეთ მეთოდებს, როგორიცაა უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ქართული ოცნების ლიდერები არც პოლიტიკაში მოსვლამდე იყენებდნენ და არც შემდეგ. პარტია ასევე აცხადებს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.
"გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) "კუდის" მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ", — აცხადებენ პარტიაში.
TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.
-
დიმიტრი პესკოვი: ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ასეთია რეალობა დიმიტრი პესკოვი: ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ასეთია რეალობა
გადახედვა
-
თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
გადახედვა
-
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
-
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
-
"ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე "ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
-
საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
გადახედვა
-
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
-
Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს
გადახედვა
-
Euphoria-ს კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა — რას ვიხილავთ ახალ სეზონში Euphoria-ს კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა — რას ვიხილავთ ახალ სეზონში
-
პეტერ მადიარი: უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის EU-ს €90 მილიარდიან სესხს არ დაბლოკავს პეტერ მადიარი: უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის EU-ს €90 მილიარდიან სესხს არ დაბლოკავს
გადახედვა
-
5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს 5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს
-
ტრამპი აცხადებს, რომ AI-ით გენერირებულ ფოტოზე თავის წითელი ჯვრის ექიმად წარმოჩენა სურდა და არა იესოდ ტრამპი აცხადებს, რომ AI-ით გენერირებულ ფოტოზე თავის წითელი ჯვრის ექიმად წარმოჩენა სურდა და არა იესოდ
გადახედვა
-
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა და პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა და პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან პეტერ მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან
გადახედვა
-
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით? როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
-
პეტერ მადიარი ტრამპთან დარეკვას არ აპირებს — რა შეიცვლება უნგრეთის პოლიტიკაში? პეტერ მადიარი ტრამპთან დარეკვას არ აპირებს — რა შეიცვლება უნგრეთის პოლიტიკაში?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას ირაკლი კობახიძე: 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას
გადახედვა
-
ნახეთ რეიფ ფაინზი და გლენ ქლოუზი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში — ტრეილერი ნახეთ რეიფ ფაინზი და გლენ ქლოუზი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში — ტრეილერი
-
პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ
გადახედვა
კომენტარები