რას ითვალისწინებს Aerosmith-თან 1,5 მილიონ დოლარად გაფორმებული ხელშეკრულება
ფოტო: Rolling Stone
2017 წელს საქართველოში Aerosmith-ის კონცერტის გასამართად ხელშეკრულება მიმდინარე წლის 11 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება, გადასახადების გარეშე, 1,5 მილიონი ამერიკული დოლარია, რაც მისი გაფორმების მომენტისთვის 4 110 450 ლარი იყო. ამ თანხად აეროსმიტის კონცერტს 90 წუთის განმავლობაში გამართავს.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თანხის ნახევარი 750 ათასი ამერიკული დოლარი 23 იანვრამდე უნდა გადარიცხულიყო, მეორე ნახევარი კი 2017 წლის 1 აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი ნაწილი „დროულად“ არ ჩაირიცხება შემსრულებელს უფლება აქვს არ გამოცხადდეს კონცერტზე და ავანსად ჩარიცხული თანხა ჯარიმად ჩაითვლება.
გარდა ამისა, თუ პრომოუტერი, წინასწარი შეთანხმების გარეშე, რაიმე მიზეზით გააუქმებს შეთანხმებას, შემსრულებელი მაინც მიიღებს 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს. ფულად ანაზღაურებასთან ერთად შემსრულებული შოუზე დასასწრებ 100 საუკეთესო ადგილის ბილეთს მიიღებს.
„მაქსიმალური პროცენტი, რაც შეიძლება შემსრულებელს დაეკისროს თავის გაყიდვებზე შეიძლება იყოს 20 პროცენტი მთლიანი გაყიდვებიდან (მათ შორის გამყიდველები და მაგიდები),“ - წერია ხელშეკრულებაში.
ბლექ სი არენა გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულია, შემსრულებლისა და მისი წარმომადგენლების ბარგის და აღჭურვილობის უსაფრთხოებაზე და დაცვაზე იზრუნოს, წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას შემსრულებლის გამოჩენა, ინტერვიუები ან რაიმე სარეკლამო ქმედება. გარდა ამისა, უზრუნველყოს სხვა ტექნიკური დეტალები, მათ შორის შემსრულებლისთვის, მენეჯმენტისთვის, ბენდისთვის და ეკიპაჟისთვის 3 ღამის განმავლობაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, კვებისა და მგზავრობის ხარჯების დაფარვა.
ბლექ სი არენაზე, 2017 წლის 20 მაისს, Aerosmith-ის კონცერტის გამართვაა Check in Georgia-ს ფარგლებშია დაგეგმილი. ხელშეკრულების გაფორმება ჯგუფ Aerosmith-ის პროვაიდერ სააგენტოსთან, International Talent Booking-თან გამარტივებული წესით იგეგმებოდა, თუმცა Vindaloo Music INC-თან გაფორმდა. მომსახურების პირდაპირი წესით შესაძენად შესყიდვების სააგენტომ თანხმობა მიმდინარე წლის 10 იანვარს გასცა. მეორე დღეს კი საქართველოს მთავრობამ შესყიდვების პირდაპირი წესით განსახორციელებლად განკარგულება გამოსცა. განკარგულების გამოქვეყნების დღესვე დაიდო ხელშეკრულება პროვაიდერთან, რომელმაც Aerosmith საქართველოში უნდა ჩამოიყვანოს.
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები