მაკკეინის გაფრთხილება ტრამპს: არ მოუხსნა სანქციები რუსეთს
ფოტო: ASSOCIATED PRESS
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი პრეზიდენტ ტრამპს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთს სანქციებს მოუხსნის, ის თავის კოლეგებთან ერთად იზრუნებს, რათა რუსეთს სანქციები ამჯერად საკანონმდებლო დონეზე დაუწესდეს.
ჯონ მაკკეინმა ფესიბუკის ოფიციალურ გვერდზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის 28 იანვრისთვის დაგეგმილ სატელეფონო საუბრამდე, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს:
"პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იმ დროს იმართება, როცა ფართოდაა გავრცელებული სპეკულაციები იმის შესახებ, თითქოს თეთრი სახლი განიხილავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წერტილს დაუვსამს ამ სპეკულაციებს და უარს იტყვის მსგავს წინდაუხედავ ნაბიჯზე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის. თუ ის ამას არ იზამ, მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებ, რათა რუსეთის მიმართ სანქციები გამყარდეს კანონის ძალით.
მხოლოდ სამ წელიწადში, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, შეიჭრა უკრაინაში, დაიპყრო ყირიმი, დაემუქრა ნატოს მოკავშირეებს, შეიჭრა სირიაში, დატოვა ნგრევისა და სიკვდილის კვალი, დაარღვია პირობები.
რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ იმსხვერპლა 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღით ჩამოაგდეს კომერციული თვითმფრინავი უკრაინის თავზე, რასაც 228 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მასიურად განათავსა სამხედრო ძალები, ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები, დაარღვია საკუთარი მეზობლების საზღვრები, საჰაერო სივრცეები, ტერიტორიული წყლები და გააძლიერა პროპაგანდა, რათა ძირი გამოუთხაროს ჩვენი მოკავშირეების მთავრობებს.
რუსეთმა ხელი შეუწყო ასადის მკვლელ რეჟიმს, ეწარმოებინა ომი სირიელი ხალხის წინააღმდეგ, რასაც 400 ათასი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. რუსეთის სამიზნეს წარმოადგენდა სირიული საავადმყოფოები. ნაცვლად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისა, ის ფოკუსირებული იყო სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რამაც სირიაში მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა ექსტრემისტული ძალები.
და პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდებისა და უპატივცემულობის ყველაზე შემზარავი დემონსტრირება იყო რუსეთის მიზანმიმართული ჩარევა ჩვენს უახლოეს არჩევნებში კიბერთავდასხმების საშუალებით, ასევე, კამპანიის დროს დეზინფორმაციის გავრცელებით, რამაც შეასუსტა ამერიკა და დააზიანა დასავლური ღირებულებები.
ჩვენს ბოლო, სამივე პრეზიდენტს რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების დიდი იმედები ჰქონდა. ყველა მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა არა იმიტომ, რომ ამერიკული მხრიდან იყო კეთილსინდისიერებისა და მცდელობის ნაკლებობა, არამედ იმიტომ, რომ პუტინს სურს ჩვენი მტრობა. ჩვენ ვჭირდებით მას როგორც მტერი. ის არასოდეს არ იქნება ჩვენი პარტნიორი, მათ შორის ISIL–თან (იგივე ISIS) ბრძოლაში. მას სჯერა, რომ რუსეთის გაძლიერება ამერიკის დასუსტებას ნიშნავს. პრეზიდენტ ტრამპს ეს უნდა ახსოვდეს, როცა ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. მას უნდა ახსოვდეს, რომ სატელეფონო ხაზის მეორე მხარეს არის თავზეხელაღებული მკვლელი, რომელსაც ყოველ ჯერზე სურს ძირი გამოუთხაროს ამერიკის ეროვნულ ინტერესს. თუ ჩვენი მთავარსარდალი სხვაგვარად იფიქრებს, იქნება გულუბრყვილო და საშიში.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები