ლანა ღოღობერიძე: ეს იქნება ჩემი ყველაზე გულწრფელი ფილმი
რამდენიმე დღის წინ ხელში ლანა ღოღობერიძის ფილმის სცენარი ჩამივარდა, რომელსაც პირობითად მინდვრის ყვავილები ან ყველაფერი საინტერესო წინაა ჰქვია. ფილმის გადაღების საკითხი ამ მომენტში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ რეჟისორი იმედოვნებს, რომ საკუთარი ჩანაფიქრის რეალიზებას მალე შეძლებს.
კითხვა იმავე საღამოს დავიწყე და როგორც ამბობენ, ერთ ამოსუნთქვაში დავასრულე. ეს არის სცენარი, რომელიც იტევს ყველაფერს, რაც მის ძველ ფილმებსა და, ზოგადად, კინოში მოგვწონს: ცხოვრების მსუბუქად და იუმორით აღქმა, პოეზიის შეგრძნება, სიყვარული და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. ამ სცენარში ატმოსფერო თითქოს დამოუკიდებელი პერსონაჟია. ჩემი აზრით, ეს იქნება ფილმი, რომელშიც ატმოსფერო შეავსებს სივრცეს და მოქმედებაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობა გახდება.
ერთ-ერთ ჩანაწერში ღოღობერიძე აღნიშნავდა: "და, აი, მოულოდნელად, რამდენიმე წლით (თუ არაფერი შეიცვალა) დავსახლდი პარიზში. ჩემს ასაკში ახალი ცხოვრების დაწყება ცოტა უცნაურია, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, მოჭარბებული ასაკის შეგრძნება არ მაქვს (როგორც ხედავთ, სიტყვა სიბერესაც ვერ ვხმარობ). და უცებ მახსენდება - სიბერე უეცრად არ გვატყდებაო თავს, ამბობს სიმონ დე ბოვუარი. ჰოდა ის, ალბათ, მეც დამატყდა თავს, მაგრამ ჯერ მიმალავს თავის მოსვლას. ცხოვრება მოგზაურობაა, საკმაოდ მოკლე, მაშინაც კი, როდესაც გრძელია..."
ახალ სცენარს ნამდვილად არ ეტყობა, რომ მის ავტორს სიბერე შემოეპარა, სხვა შემთხვევაში არ იტყოდა, რომ ყველაფერი საინტერესო წინაა.
ლანა ღოღობერიძე
"იცით, ახლა ყველაზე მეტად მაქვს ის მომენტი, რომ არ ვიცი, რა გზებით, როგორ, რანაირად, რა ფინანსებით, მაგრამ მოვკვდები და ამ ფილმს აუცილებლად გადავიღებ. თუ გამომივა, ეს იქნება ჩემი ყველაზე გულწრფელი პირადი ფილმი, აქ იქნება ყველა ფიქრი თუ განცდა - ის, რაც დამიგროვდა მთელი ცხოვრების მანძილზე; დამოკიდებულება სიკვდილთან, ასაკთან... განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც ახლა გახდა 19 წლის, წაიკითხა სცენარი და როცა დაამთავრა, ტირილით თვალებდასიებულმა მითხრა, კითხვისას ხან ვტიროდი და ხან ვიცინოდიო", - მითხრა ლანამ.
გასაკვირი არც არის, რომ კინოზე საუბრის დროს ერთდროულად არის აღელვებული, ბედნიერი და დამწუხრებული. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ახალი ფილმი არ გადაუღია, ის არასდროს ჩამოშორებია კინოს.
"მივიღე მოწვევა, ვყოფილიყავი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ნიშნავდა გარკვეული დროით კინოს სამყაროში დაბრუნებას და რამდენიმე დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე ჩავიძირე კინოში: ფილმების ნახვა, საუბრები კინოზე, შეხვედრები ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფისტებთან, ჟიურის წევრების გაცნობა, ერთად გატარებული საათები, საერთო სადილები და საღამოები, და ისევ ფილმები, ისევ - მათი ანალიზი, გაუთავებელი ბჭობა კინოსიახლეებზე. ხდებოდა ყველაფერი ის, რაც არა ერთხელ განმიცდია მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე და რაც დროებით მაინც აშოშმინებს ჩემს მუდმივ და გაუთავებელ ნოსტალგიას ამ საოცარი მოვლენის მიმართ, რომელსაც კინო ჰქვია", - ასე აფასებს ლანა ღოღობერიძე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალში ჩართულობას.
უკანასკნელ წლებში გაძლიერდა ინტერესი ზოგადად ქართული კინოსა და კერძოდ ლანა ღოღობერიძის შემოქმედების მიმართ. ბოლო ორი წლის მანძილზე სწორედ ის წარმოადგენდა ქართულ კინოსა და თავის ფილმებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე: ლონდონში, ნიუ-იორკში, სანფრანცისკოსში, ვაშინგტონში, სამხრეთ კორეასა და მიანმარში. იყო ჟიურის წევრი მაროკოს კინოფესტივალზე, წელს კი მიწვეულია სპეციალურ ჩვენებებზე ვისბადენზე და ბერლინში არსენალის მიერ ორგანიზებულ რეტროსპექტივაზე.
სცენარი გრძელი ნათელი დღეებისა და ჩემი ბედნიერი ოჯახის რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმაც წაიკითხა და ბერლინში ახალი ფილმის პრემიერაზე გამგზავრებამდე მითხრა:
ნანა ექვთიმიშვილი
"ყველაზე მეტად ჩემთვის ამ სცენარში ის არის მნიშვნელოვანი, რომ ფილმი იქნება ქალზე, ლანას თაობის ქალზე, ფაქტობრივად ისეთ პერსონაჟზე, რომელიც სრულიად გაქრა ქართული კინოეკრანიდან და ქართული ლიტერატურიდანაც კი. რა ვიცით ჩვენ ასეთ ქალებზე? ჩვენ მათ ვხედავთ ქუჩაში, შესაძლოა ადგილი დავუთმოთ ტრანსპორტში... მაგრამ ვიცით რაიმე მათი ცხოვრების, მათი ოჯახური თანაცხოვრებისა და გრძობების შესახებ? ეს იქნება ძალიან პირადი ფილმი და მგონია, რომ ასეთი კინოსურათის ავტორი არის ძალიან გაბედული და კინემატოგრაფიული შედეგების მოლოდინისაგან სრულიად დაცლილი, თავისუფალი ადამიანი.", - ამბობს ნანა.
როგორც აღმოჩნდა, ლანა ღოღობერიძის ახალი სცენარი მხოლოდ მე და ნანას არ გვქონია წაკითხული.
"ცხოვრება მოგზაურობაა, საკმაოდ მოკლე, მაშინაც კი, როდესაც გრძელია"
რეჟისორ მარგო ზუბაშვილის აზრით, თუ ლანა ღოღობერიძე მოახერხებს და ახალ ფილმს გადაიღებს, ეს იქნება მთელი მეოცე საუკუნის საუკეთესო შეჯამება: "ჩემთვის ეს სცენარი მეოცე საუკუნის შეჯამებაა, და მასთან გამომშვიდობებაც - ფილმი ადამიანზე, რომელმაც მარადისობაში შეაბიჯა, თუმცა ეს მისთვის არ არის საკმარისი, რადგან ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინაა. ეს იქნება ფილმი, რომლის "გაკეთებაც" მხოლოდ დიდ ოსტატებს შეუძლიათ."
ზაზა ურუშაძე
ფოტო: CMS
ოსკარის ნომინანტი რეჟისორი, ზაზა ურუშაძე მიიჩნევს, რომ ღოღობერიძის სცენარი აუცილებლად უნდა გარდაიქმნას სრულყოფილ მხატვრულ ფილმად: "სცენარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ის არის ძალიან ღრმა, კინემატოგრაფიული, თანამედროვე ხედვით. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ქალბატონ ლანას მიეცემა შესაძლებლობა ამ არაჩვეულებრივ სცენარის საფუძველზე შექმნას ძალიან საინტერესო მხატვრული ფილმი."
ნანა ჯანელიძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ის პერსონაჟები, რომლებიც სცენარში ცოცხლობენ, ეკრანზეც გადმოვიდნენ: "სცენარის მთავარი გმირები ძალიან საინტერესოდ არიან წარმოჩენილი. ამ ტიპის ადამიანები თითქოს უკვე გადიან ჩვენი ცხოვრების სცენიდან, არადა ისინი თავისი კულტურით, ღირსებით, განათლებით, იუმორითა და თვითირონიით ქმნიდნენ ქვეყანაში იმ საარსებო შრეს, რომელიც ყველაზე რთულ დროსაც კი ეხმარებოდა სხვებს, არ დაეკარგათ ზნეობრივი ორიენტირი, გადარჩენილიყვნენ, გაეძლოთ, შეენარჩუნებინათ ადამიანური სახე. ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ცოტანი არიან... უკანასკნელი მოჰიკანები... ხშირად სწორედ ასეთი უცნობი და უსახელო ადამიანები ქმნიან ქვეყნის სახეს, ხერხემალს. ამიტომ მათი ეკრანზე ნახვა დიდ მუხტს შეიცავს, ასეთი ადამიანების ქცევა გადამდებია, გინდა მათ მიბაძო, დაემსგავსო."
სცენარისტ ნუცა წიქარიძე ფიქრობს, რომ ყველაფერი საუკეთესო წინაა შესაძლოა ქართული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაც იქცეს.
"ჩემი ბავშვობა გამახსენდა ამ სცენარის წაკითხვისას. ერთი სცენაა, სადაც ბებია, მთავარი გმირი შვილიშვილს ანა კალანდაძის ლექს უკითხავს. ეს სცენა ჩემი ბავშობიდან არის. ძალიან ამაღელვებელი იყო ამ სცენარის წაკითხვა, მაგრამ ჩემს სენტიმენტებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან საინტერესო ნამუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში ხდება მოქმედება, წარსულს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, აქ პერსონაჟების მთელი ცხოვრება ჩანს, მათი განცდები და შეცდომები", - ამბობს ნუცა.
ლანა ღოღობერიძე 88 წლის არის და გადასაღებად მზად აქვს მაღალმხატვრული და საზოგადოებისთვის საინტერესო სცენარი. იმედია, მოახერხებს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანზე ახალი ფილმით დაბრუნდება. სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გადაიღოს ფილმი ქალმა, რომელმაც ქარტეხილებით სავსე ცხოვრება გამოიარა, იყო ისეთი დიდი კინოფორუმების მონაწილე და პრიზიორი, როგორებიც არის კანი, ვენეცია, ბერლინი და ტოკიო, მიღებული აქვს პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის და როგორც თვითონ ამბობს, კინოს გარეშე ძალიან უჭირს და იმედს იტოვებს, რომ საკუთარ იდეებს ფირზეც გადაიტანს.
"ოპტიმისტი ვარ, არ გეტყვით, რომ თუ ამ ფილმს გადავიღებ, ეს ჩემი ბოლო ფილმი იქნება. პირიქით, მინდა, რომ ეს ნამუშევარი ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს. სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. ყველაფერი საინტერესო წინაა".
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება

კომენტარები