აქ.ახლა განწყობისთვის — გლოვო და თიბისი სტარტაპების მხარდასაჭერად
ფოტო: თიბისი ბანკი
გლოვოს და თიბისის ერთობლივი ინიციატივით, მალე, ქართული სტარტაპების პროდუქცია გლოვოს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. 15 დეკემბრიდან, აპლიკაციას ახალი, სტარტაპების კატეგორია დაემატება და მომხმარებელი მცირე მეწარმეების პროდუქციის შეძენას მარტივად, უფასო მიწოდების სერვისით შეძლებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისის პროგრამა "სტარტაპერი" უზრუნველყოფს სტარტაპერებისთვის როგორც საოპერაციო ხარჯების დაფარვას, ისე მათ მარკეტინგულ მხარდაჭერას და გაყიდვების სტიმულირებას. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები გლოვოს აპლიკაციაში საკუთარი პროდუქციის განთავსებას უფასოდ შეძლებენ.
გლოვოს და თიბისის ინიციატივის მიზანი ერთი მხრივ, არსებული გამოწვევის ფონზე, სტარტაპების მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, — მომხმარებლის ცხოვრების გამარტივება და მათთვის კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.
გლოვოს აპლიკაციაში სტარტაპ პროდუქტების განსათავსებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ამისთვის დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსონ.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან შეიცვალა. ამ გამოწვევის ფონზე, ბიზნესების მხარდაჭერამ და მომხმარებელზე ზრუნვამ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გვიხარია, რომ თიბისის და გლოვოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ სადღესასწაულო განწყობის შექმნას და მომხმარებლის და სტარტაპების გვერდით დგომას. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა იქცევა საახალწლო ბაზრობის ონლაინ ალტერნატივად და მომხმარებლები საყვარელი ადამიანების გახარებას ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეძლებენ", — გიორგი ქერქაძე, გლოვო საქართველოს გენერალური მენეჯერი.
"ბიზნესების მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესებს მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა. გლოვოს და თიბისის ინიციატივა ერთი მხრივ, სტარტაპერებისთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზებასა და მარკეტინგულ მხარდაჭერას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად და კომფორტულად მიიღონ სასურველი პროდუქტი. ეს ინიციატივა, ვფიქრობ, არსებულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია", — ნათია ვაჭარაძე, თიბისის მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელი.
შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს ერთი თვის განმავლობაში, 15 იანვრამდე შეეძლებათ.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები