კოვიდმდგომარეობის ფონზე მთავრობა ბიზნესის გადასარჩენად არაფერს აკეთებს — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერი გახარიას დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედი მთავრობა არაფერს აკეთებს ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.
ვაშაძის შეფასებით, საკმაოდ უუნაროა მთავრობა კოვიდპანდემიის მართვასთან მიმართებაშიც. პრემიერობის კანდიდატი კოვიდინფიცირების არეალის კიდევ უფრო მეტ გაფართოებაზე, გავრცელებასა და შესაბამისი უწყებების მოუმზადებლობაზეც საუბრობს და გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას, სწორედ აღნიშნულ ფაქტებს უკავშირებს.
"ეს იყო არაფრის მთქმელი განცხადებები, რაც ჩვენ პრემიერი გახარიასგან მოვისმინეთ. ფაქტობრივად, ნულის ტოლფასია ის, რასაც მოქმედი მთავრობა ქართული ბიზნესის გადასარჩენად ვითომ გეგმავს. უფრო მეტიც, მათ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, კოვდიპანდემიის მართვის პირობებში, გეგმაც არ წარმოუდგენია. ჩატარებული ტესტირების მოცულობა დღითიდღე მცირდება. 15 სექტემბერს 13 000 ტესტია ჩატარებული, ხოლო დღეს ბოლო მონაცემებით ჩატარებული ტესტების რაოდენობა მხოლოდ 6 000 შეადგენს. არ ვიცით რატომ? ამაზე არ საუბრობენ. ფაქტია არ აქვთ ტესტების მარაგი და აწყობილი მართვის სისტემა. ეს შექმნილ კრიზისზეც მეტყველებს", — განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა და ყველაზე დიდი რისკი ჯერ კიდე წინ გველის, თუ კოვიდ ინფექციის დროული გამოვლენა არ მოხდა, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება და დიდი მასშტაბები გველის:
"სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილი გვეყოლება და ამ ყველაფერზე ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია. სრული ჩავარდნაა დაავადების მართვასთან დაკავშირებით, ტესტები არ ტარდება, არც კი ვიცით უკვე რამდენ ადამიანს აქვს კორონავირუსი და რამდენით მეტი ინფიცირებულია ქვეყანაში. ვეკითხები პრემიერ გახარიას, რატომ არაფერი არ გააკეთეთ და რატომ გამოგვკეტეთ მთელი გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში? დღეს, როცა გვიმტკიცებენ, რომ თურმე საქართველოს ტესტირება არ სჭირდება და მასობრივი ტესტების გარეშე აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას, ეს არის აბსურდი, რადგან თუ დიაგნოზი არ დავსვი ვის უნდა უმკურნალო?" — აცხადებს გიორგი ვაშაძე და მიაჩნია, რომ მოქმედი პრემიერი მისგან სწორედ ამ მწვავე კითხვებს გაურბის და დებატებზე უარი თქვა.
როგორც ვაშაძე ამბობს, გახარიას დებატებში მისვლა ეშინია, რადგან კითხვებზე პასუხები არ აქვს.
"ახლა კი, სრულ აბსურდებს გვეუბნებით, თითქოს არჩევნების შემდეგ გადააქვს მთავრობას საზღვრის გახსნის საკითხები. გეკითხებით, სახელმწიფოს რა სამოქმედო გეგმა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს გადარჩენისთვის? ჯერ კიდევ მაისში გავუგზავნეთ დოკუმენტები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მაისში, ივნისში, ივლისში და აგვისტოში, მაგრამ მათ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგეს, რადგან ფულის კეთებით იყვნენ დაკავებულები. სრული უყურადღებობაა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, ახალი რეგულაციები შემოაქვთ და ვისზეც ეს ვრცელდება მათ ეუბნებიან, რომ არაფრით დაეხმარებიან. ბატონო გახარია, ამ ხალხს იმ 5 მლრდ-დან უნდა დაეხმაროთ, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა გამოგვიყვეს, რომლის თქვენს ჯიბეში წაღება გინდათ და არც ერთი კაპიკი არ გსურთ, უმძიმეს ვითარებაში დარჩენილ ადამიანებს მოახმაროთ. რეალურად გიორგი გახარიას ეშინია, მას არ აქვს პასუხი იმ მოპარულ მილიონებზე, რომელიც ქართული ოცნების ფულისმკეთებელმა გუნდმა ჯიბეში ჩაიდო. დღეს 22:30 საათზე ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს ფულის მკეთებელთა გუნდიდან, ვინც არ უნდა მოვიდეს", — აცხადებს ვაშაძე.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები