მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები 2016 წელს
ტერაქტები, ომი და დიპლომატიური სკანდალები - მსოფლიოსთვის 2016 წელიც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. წლის ბოლოს, On.ge გთავაზობთ მსოფლიოში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების მოკლე მიმოხილვას, რათა ერთად გავიხსენოთ, რა მოვლენებით შევა 2016 წელი ისტორიაში. თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოგვრჩა, დაწერეთ კომენტარებში.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
გადატრიალების მცდელობა თურქეთში
უდავოდ, 2016 უიღბლო წელი იყო თურქეთისთვის. მოხდა რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი, ჩახლართული ურთიერთობა ჰქონდა თურქეთს რუსეთთან, ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში შესვლის გეგმის შეჩერებას. 15 ივლისს, გადატრიალების მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის პასუხად კი თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან დაითხოვა და დააპატიმრა ათიათასობით ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, სამხედროები და ა.შ. 2009 წლის შემდეგ, პირველად შემცირდა თურქეთის ეკონომიკა.
სირიის ქალაქ ალეპოს განადგურება
2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული გაეროს მონაცემებით, სირიის სამოქალაქო ომში დაღუპულთა რიცხვმა 400 ათასს მიაღწია. რუსეთის დაბომბვების შედეგად სრულიად განადგურებულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მყოფი ქალაქი ალეპო. ინფორმაციას ალეპოში ქალებისა და ბავშვების დახოცვის შესახებ გაერო ადასტურებს. მართალია, სამოქალაქო ომი სირიაში 2016 წელს არ დაწყებულა, თუმცა, პიკს სწორედ წელს მიაღწია.
მიგრანტთა კრიზისი
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 20 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია და 60 მილიონს გადააჭარბა. ოქტომბერში, გაერომ, ასევე, განაცხადა, რომ 2016 წელს, ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას, 3 740 მიგრანტი დაიღუპა, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ყველაზე დიდი მაჩვენებელი იქნება.
ბრექსიტი
23 ივნისს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გაიმართა. მოსახლეობის 52-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას. გადაწყვეტილების გამო თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა და მის პოზიციაზე ტერეზა მეი დაინიშნა. მეი გამუდმებით იმეორებს, რომ ბრექსიტი ნიშნავს ბრექსიტს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად როდის დატოვებს.
ფილიპინების ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ
ივნისში, ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ანტი-ნარკოტიკული კამპანია წამოიწყო. მას შემდეგ, ნარკოტიკების წინააღმდეგ წარმოებულ ომს 5 900-ზე მეტი მკვლელობა უკავშირდება. გადავსებულია ციხეები, რომლებსაც შეუიარაღებელი დაცვა ყარაულობს. ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ პირადად მოუკლავს ეჭვმიტანილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, დუტერტე ფილიპინელებში საკმაოდ პოპულარულია. პრეზიდენტის თქმით, ფილიპინებში 4 მილიონზე მეტი ადამიანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული, რაც იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ მისი ქმედებები ადეკვატურია.
ობამას ისტორიული ვიზიტი კუბაში
1959 წლის რევოლუციის შემდეგ, ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც კუბას ეწვია. კუბასა და ამერიკას შორის კომერციული ავიამიმოსვლაც აღდგა. ასევე, ლიმიტი მოიხსნა აშშ-ს ტერიტორიაზე კუბური სიგარებისა და რომის შეტანაზე.
პანამის დოკუმენტები
გამომძიებელ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას 11 მილიონი დოკუმენტი. ე.წ. პანამის დოკუმენტებმა გამოააშკარავა, თუ ვინ იყენებდა ოფშორულ ზონებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. დოკუმენტებში მოხსენიებული იყო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანის, გაერთიანებული სამეფოსა და ისლანდიის მმართველები. ვლადიმერ პუტინსა და მის საახლობლო წრეს 2 მილიარდი დოლარი აღმოაჩნდა ოფშორულ ზონებში, სკანდალის შედეგად გადადგა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი.
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა
19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. თავდამსხმელი ყვიროდა: "არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია, ალაჰ აკბარ! (დიდება ალაჰს)".
ცნობილი ადამიანის გარდაცვალება
2016 წელი ბევრს, ალბათ, ძალიან უსიამოვნოდ გაახსენდება, რადგან წელს უამრავი საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის მუსიკოსი დევიდ ბოუი, ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი, მუსიკოსი ლეონარდ კოენი, მსახიობი ალან რიკმანი. დაუღუპა კუბის ყოფილი ლიდერი, ფიდელ კასტრო.
ტერაქტები ევროპაში: ბრიუსელი, ნიცა, ბერლინი
22 მარტს ბელგიის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. პირველი თავდასხმა ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა, მეორე კი-ადგილობრივ მეტროსადგურში. ტერორისტული აქტის შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა, 261 კი დაშავდა. 14 ივლისს ფრანგულ ზღვისპირა ქალაქში ტუნისელმა ფრანგმა საბრძოლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანით ხალხის მასაში შევარდა და თითქმის 2 კილომეტრი გაიარა. დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა 20 დეკემბერს, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანის შევარდნის შედეგად. სამივე შემთხვევაში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.
ჯუნო იუპიტერის ორბიტაზე
ილუსტრაცია
ფოტო: NASA
NASA-ს კოსმოსური ხომალდი Juno იუპიტერის ორბიტაზე დაჯდა. მონაცემები ნასამ 5 ივლისს მიიღო. მისია 2011 წლის 5 აგვისტოს გაეშვა დედამიწიდან და იუპიტერის ორბიტაზე 2018 წლამდე დარჩება.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით













დისკუსია: კიდევ რა მოვლენებს დაუმატებდით ამ სიას?