Vin Vin Aris — გაფართოება, რომელიც ფეისბუქს სიმართლის პრიზმაში ატარებს
ფოტო: Research / Facebook
- ამ დროისთვის აღმოჩენილი 2800 ყალბი ანგარიში;
- 730 წაშლილი პროფილი;
- 1 888 402 ფოტო მონაცემთა ბაზაში;
- და 350 მოხალისე, რომელიც ფეისბუქზე ჯანსაღი გარემოსთვის იბრძვის.
ასეთია პროექტ Vin Vin Aris-ის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი. პროდუქტი რამდენიმე თვის წინ მეგობრებმა შექმნეს, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, კონკრეტულად ვინ ცდილობს მათი ემოციებით მანიპულირებას. ქრომის დანამატმა პოპულარობა მალევე მოიპოვა, თუმცა მაშინვე გაჩნდა კითხვები: რატომ უნდა ვენდო მათ, ვინც მეუბნება, რომ ინტერნეტში სხვების ნდობა სახიფათოა?
იმის გასარკვევად, რას წარმოადგენს და ვინ არის Vin Vin Aris, ჩვენ პროდუქტის თანაავტორს, გიორგი ნაკაიძეს გავესაუბრეთ.
რას აკეთებს Vin Vin Aris?
მას შემდეგ, რაც Vin Vin Aris-ს თქვენს ბრაუზერზე აყენებთ, გაფართოება ფეისბუქზე იმ "არაკეთილსინდისიერ" ანგარიშებს გიჩვენებთ, რომლებიც სხვადასხვა გვერდზე თუ ჯგუფში აქტიურობენ. სპეციალური მონიშვნით მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე.
მონიშვნები შემდეგნაირია:
- ყალბი ანგარიშები — არარსებული მომხმარებლების პროფილები, რომლებიც იმართებიან სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი აქტორების მიერ, პროპაგანდის, მოსახლეობის აზრზე ზემოქმედების ან ყალბი ამბების გავრცელების მიზნით;
- პარტაქტივი / სახელმწიფო მოხელე — გაცხადებული სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, რომელთა ბაზაში მოხვედრის ძირითადი მიზანია მათი მხრიდან საზოგადოების მიმართ მაღალი ანგარიშვალდებულობის სტანდარტების დანერგვა და აღსრულება სამოქალაქო წნეხის მეთოდით;
- მეხუთე კოლონა — ეს ადამიანები რუსეთისგან თანხას ან არამატერიალურ სარგებელს იღებენ პრორუსული პროპაგანდის გავრცელებისათვის.
Vin Vin Aris ტროლებისა და ბოტების ამოსაცნობად ორ მეთოდს იყენებს. ერთი დაფუძნებულია ენის ნატურალური დამუშავების კომპლექსურ ალგორითმებსა და მანქანურ სწავლებაზე (Machine Learning). მეორე კი საზოგადოების მიერ დარეპორტებულ პროფილებს აანალიზებს.
რა ვიცით, რომ Vin Vin Aris უსაფრთხოა?
პროექტის თანაავტორის თქმით, ეს გაფართოება იყენებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა უშუალოდ ფუნქციონირებისათვის. ეს წვდომები ჩამოთვლილია ფანჯარაში, რომელიც ხტება, როცა "დაყენებას" აჭერთ.
"გაფართოების კოდი არის ღია: ფუნქციონალი კოდშივეა გაწერილი და მასში ჩახედვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ის ფაქტი, რომ Vin Vin Aris განთავსებულია გუგლის ოფიციალურ "მაღაზიაში", გულისხმობს, რომ ის შემოწმებულია ვირუსებზე, არაკეთილსინდისიერ წვდომებზე და უსაფრთხოა თქვენი კომპიუტერისათვის. გარდა ამისა, გაფართოება ფეისბუქის შინაგანაწესთან წინააღმდეგობაში არ მოდის", — აცხადებს გიორგი.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
რამდენად დიდია იმის შანსი, რომ რეალური მომხმარებელი მოხვდეს Vin Vin Aris ბაზაში და რა ხდება ამ შემთხვევაში?
"საინტერესოა, რომ კონფლიქტები თუ გვქონია, როგორც წესი, იმ ადამიანებთან, ვისზეც დაზუსტებით ვიცით, რომ ტროლები არიან და მტკიცებულებებიც გვაქვს. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ყალბი ექაუნთის მიღმა მდგარი ტიპი ამტკიცებდა, რომ რეალური ადამიანია, თუმცა მოპარული ფოტოები და სხვა მაჩვენებლები გვარწმუნებდა, რომ ასე არაა. ამ შემთხვევაში შევთავაზეთ, რომ გაევლო ვერიფიკაცია, რაზეც უარი განაცხადა. დიალოგის დასრულებიდან ორ საათში კი ანგარიში გაუქმდა", — გვიყვება Vin Vin Aris-ის გუნდის წევრი.
ანგარიში ბაზაში მოსახვედრად ტროლებივით უნდა "იქცეოდეს" და მისი ქცევა თვეების განმავლობაში არ უნდა იცვლებოდეს. ერთი ლაიქი ან ერთი აგრესიული კომენტარი, ან თუნდაც ფოტოების არარსებობა არაფერს ნიშნავს. როგორც Vin Vin Aris თანაავტორი ამბობს, ცდომილების შემთხვევები თითებზე ჩამოსათვლელია და მარტივად გვარდება ვერიფიკაციის გავლით. გაფართოება 95%-იანი სიზუსტით მუშაობს და რაც მეტ ანგარიშს სწავლობს, მით უფრო ზუსტი ხდება.
რითი გამოირჩევიან ყალბი ანგარიშები რეალური ადამიანებისგან?
"ეს რომ გითხრათ, მაშინვე გაითვალისწინებენ", — გვეუბნება გიორგი სიცილით, მაგრამ მერე კონკრეტიკის გარეშე მაინც გვიმხელს, რას აქცევს ალგორითმი ყურადღებას:
"გარდა თვითონ ანგარიშის შესწავლისა, გაფართოება აანალიზებს მის ქცევას, მაგალითად, დამატებულ მეგობრებს, მეგობრების რაოდენობას, ამ მეგობრებს ვინ ჰყავთ მეგობრებში და ლოგიკურ ჯაჭვს აბამს უკვე ცნობილი ყალბი ანგარიშებიდან სხვა ყალბ ანგარიშებამდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერია სამუშაო ადგილი. როგორც ჩანს, ის პროგრამა, რომელიც ყალბ ექაუნთებს არეგისტრირებს, კონკრეტულ სამუშაო ადგილებს აყენებს. ფეიჯზე თვალსაჩინოებისთვის ხშირად ვაქვეყნებთ ხოლმე, როგორ იპარავს ესა თუ ის ანგარიში რეალური ადამიანის ფოტოებს, თუმცა, ამის გარდა, უამრავი სხვა მაჩვენებელიც გვაქვს. ვფლობთ რამდენიმე ფოტობანკს, რომელსაც ვადარებთ საეჭვო სურათებს. ვამოწმებთ იმასაც, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო ხომ არაა. თუ რომელიმე ანგარიში მოპარულ ფოტოს იყენებს, ეს თითქმის უტყუარი მანიშნებელია, რომ საქმე ტროლთან გვაქვს".
ვინ ქმნის Vin Vin Aris-ს?
ამჟამად Vin Vin Aris-ის ძირითადი გუნდი ოთხი ადამიანისგან შედგება. თითოეულს საკუთარი მიმართულება აქვს ჩაბარებული: ოპერაციები, კონტენტის შექმნა, ტექნიკური მხარდაჭერა.
EWMI-ის დახმარებით ცოტა ხნის წინ პროექტმა გაფართოება შეძლო და ძირითად გუნდს სხვა დეველოპერებიც დაემატნენ. გუნდის სამომავლო გეგმები სხვა ქვეყნებში გასვლას უკავშირდება. გუნდის წევრების თქმით, მხოლოდ გაუხარდებათ, თუ ამ პროდუქტს სხვები თავიანთ ქვეყანაში გამოიყენებენ სიმართლისთვის ბრძოლაში.
ინტერვიუს ბოლოს გიორგის იმასაც ვეკითხებით, როგორ აუხსნიდა Vin Vin Aris-ის არსს იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად ვერ ერკვევიან დეზინფორმაციის გავრცელების ტაქტიკებში
"ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარ თავზე დაყრდნობით, ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე და ამისთვის უბრალოდ ვავლენთ იმ მხარეებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ინტერესი, დამახინჯებულად გვაჩვენონ რეალობა. Vin Vin Aris-ის მიზანია, რომ ამ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს მაქსიმალურად გაურთულოს საქმე", — გვპასუხობს ის.
ამ ლინკებით შეგიძლიათ შეუერთდეთ ბოტებისა და ტროლების წინააღმდეგ მებრძოლ არმიას:
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა

კომენტარები