გლდანში, საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

რუსთავი 2-ის ცნობით, ბანკში ორი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა.

გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამასთან შსს დეტალებზე არ საუბრობს. უცნობია წაიღეს, თუ არა თანხა.