შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 21 დეკემბერს, სამართალდამცავებმა თბილისში, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.