10 ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ იგრძნობა ახალი წელი
ფოტო: Mikhail Starodubov/shutterstock
შობა-ახალი წელი გადათეთრებულ ქუჩებთან, გუნდაობასთან და დათოვლილ შენობებთან ასოცირდება. სწორედ ასეთია ახალი წელი ფილმებში და ჩვენს წარმოდგენაში. რეალურად კი მსოფლიოში არც ისე ბევრი ქალაქია, სადაც საახალწლოდ ყველაფერი თოვლით იფარება. კლიმატური ცვლილებებისა და არაპროგნოზირებადი ამინდის გამო სულ უფრო რთული ხდება ისეთი გარემოს პოვნა, სადაც ფიფქების ფონზე შეეგებებით დღესასწაულს.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, გთავაზობთ 10 ყველაზე ლამაზ ადგილს, სადაც ახალი წელი ზუსტად ისევე ზღაპრულია, როგორც უნდა იყოს.
ვინიპეგი, კანადა
ფოტო: Vadim Rodnev/shutterstock
ვინიპეგი კანადის ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქია და აქ წელიწადში 6 თვე თოვს. თუ ვინიპეგში სამოგზაუროდ წახვალთ, სიცივისთვის უნდა მოემზადოთ და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგოთ.
ოსლო, ნორვეგია
ფოტო: byggarn.se/shutterstock
ოსლო ნორვეგიის დედაქალაქია. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვინც ზაფხულის სიცხეს ფიზიკურად ვერ უძლებს. მთები და მყინვარები სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზეა ქალაქიდან, რაც თხილამურებით სრიალისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ოსლოში უამრავი ადამიანი ჩადის საშობაო არდადეგების გასატარებლად.
ვენა, ავსტრია
ფოტო: Burben/shutterstock
ვენა უხვი თოვლით არ გამოირჩევა, მაგრამ საოცარი არქიტექტურის გამო აქ მაინც შეიძლება დაუვიწყარი საშობაო მოგონებების შექმნა.
ვილნიუსი, ლიტვა
ფოტო: Vaide Seskauskiene/shutterstock
ვილნიუსი ლიტვის ყველაზე დიდი ქალაქია. თავად ლიტვა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა, ამიტომ ზამთარში აქ ყინვა და თოვლი გარანტირებულია. თუ არჩევანს ვილნიუსზე შეაჩერებთ, არ დაგავიწყდეთ სახელგანთქმული საშობაო მატარებლით მგზავრობა.
ჰელსინკი, ფინეთი
ფოტო: Dainis Derics/shutterstock
თუ ახალ წელს ფინეთში მოხვდით, მაშინ გაგიმართლათ, რადგან თოვლით დაფარულ ქუჩებში სეირნობა თავს ლაპლანდიაში გაგრძნობინებთ.
უშუაია, არგენტინა
ფოტო: Pola Damonte/shutterstock
უშუაია პატარა ქალაქია არგენტინაში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება შეიძლება.
ნიურნბერგი, გერმანია
ფოტო: AngelesAntolin/shutterstock
ნიუნბერგი ბავარიაში მდებარეობს და გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქია. ახალი წლის პერიოდში აქ ყოველთვის თოვს, ულამაზესი საშობაო ბაზრები კი ყოველ ზამთარს 2 მილიონ ტურისტს იზიდავს.
კიევი, უკრაინა
ფოტო: Taras Vyshnya/shutterstock
უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ზამთარი ყოველთვის თოვლიანია. ისტორიულ ქალაქში თოვა ნოემბერში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ტალინი, ესტონეთი
ფოტო: Ingrid Maasik/shutterstock
ესტონეთის დედაქალაქი ტალინი ცივი და მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქალაქში, აქაც იმართება გასაოცარი საშობაო ბაზარი.
გრენობლი, საფრანგეთი
ფოტო: Elisa Locci/shutterstock
გრენობლს ალპების დედაქალაქსაც უწოდებენ ხოლმე. აქ ხშირად თოვს, მაგრამ გაუსაძლისი ყინვა ნამდვილად არაა. თხილამურებით სრიალი თუ გიყვართ, გრენობლში შობა-ახალი წლის გატარება ძალიან მოგეწონებათ.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები