პრობლემა არა კანონის ფორმულირება, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობაა — ბოკერია საარჩევნო ცვლილებებზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება საარჩევნო კოდექსის ცვლილებასა და მის გამკაცრებასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას თქმით, მაშინ, როდესაც დღეს ივანიშვილის რეჟიმია და არ არსებობს კანონის უზენაესობა, საარჩევნო კოდექსზე და მის გამკაცრებაზე საუბარი უტიფარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან.
გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმს უდევს კონტრაქტი მოძალადეებთან და სწორედ მათი დახმარებით ცდილობს არჩევნებზე, ამომრჩევლის ნების შეცვლას.
"ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, ქართული ოცნებისა ივანიშვილის გუნდის, რომ ცადონ თვალში ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც. თუმცა, როგორ გამოუვათ ეს საკითხავია, რადგან ყველა ეს ქმედება, რაზეც თალაკვაძემ და სხვებმა განცხადება გააკეთეს, ისედაც დასჯადია სხვადასხვა ფორმით დღეს. ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ა.შ და თუნდაც ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია.
პრობლემა იმაში კი არ არის, ამ ეტაპზე რა ფორმულირებები გვაქვს კანონში, პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ კანონის უზენაესობა არსებობდეს და გვაქვს უმძიმესი დანაშაულებების შემთხვევები, სადაც არავინ არ დასჯილა, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთით მოქმედი მოძალადე ჯგუფები იყვნენ და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, ეს არის წინა არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბზე პირდაპირი თავდასხმა დღისით, თუმცა არავინ არ დასჯილა. ლაპარაკი იმაზე, რომ ეხლა რაღაცას გაამკაცრებენ და ეს არის რაიმე სახით მოგვარება იმ პრობლემის, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, არის უტიფარი სიცრუე.
პოლიტიკური ნება და კანონს უზენაესობა უნდა არსებობდეს და თუ ნორმალური ვითარება გვექნება ამ საარჩევნო კაპმანიის დროს და გვექნება ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, იმედია, მაშინ უკვე რეალურია და ადექვატურია დისკუსია თემაზე, რა ნაწილი უნდა გამკაცრდეს კანონის რომელ ქმედებაზე, როგორი უნდა იყოს ფორმულირება, თუმცა დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს და როდესაც კონტრაქტია ივანიშვილის რეჟიმის ყველა მოძალადესთან, რომ თუ ჩვენ მხარეს ხარ, გექნება კარბლანში ძალადობის ჩადენაზე და ამაზე ამყარებ იმედებს ძალადობის შენარჩუნების, ეს არის უბრალოდ უტიფარი სისულელე", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები