ოპოზიციური პარტიები პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთისგან მიღებული ფინანსური სარგებლის გამო, არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, ვინაიდან მათ მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს.
"ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა ამ საკითხით არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ პროკურატურა, რადგან საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან. ერთადერთი სწორი იქნებოდა პატრიოტთა ალიანსის მოხსნა არჩევნებიდან. ნორმალურ სახელმწიფოში ასეც მოხდებოდა", — განაცხადა ბოკუჩავამ.
პარტიის არჩევნებიდან მოხსნაზე საუბრობს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძეც და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ქართული ოცნების ქმედების შესწავლის საფუძველიც უნდა გახდეს.
"ის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა, საჭიროებს რეაგირებას. საქართველოს ერთ-ერთი პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და მოიაზრება მათ მიერ კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთის მიერ. პროკურატურამ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება და ეს უნდა იყოს ინაშვილის არა მხოლოდ არჩევნებიდან მოხსნის, არამედ საფუძველია იმის, გავიგოთ რას აკეთებს ქართული ოცნება", — აცხადებს კაპანაძე.
დაფინანსება — დოსიეს გამოძიება
ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ამისთვის პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება გადაწყვიტა.
დოსიეს განცხადებით, გამოძიებისას გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ე.წ. რბილი ძალა, რომელიც კრემლიდან იმართება: როგორ იბარებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს მეზობელ ქვეყნებში, ხოლო მოსკოვიდან გაგზავნილ ინსტრუქციებში დეტალურადაა აღწერილი, პრორუსულმა ოპოზიციამ როგორ უნდა გააღვივოს პროტესტის გრძნობა, გამოიწვიოს პროვოკაცია და რომელ მტკივნეულ თემებზე დასვას მთავარი მახვილები.
"ამჯერად თემა ეხება საქართველოში დაგეგმილ ოქტომბრის არჩევნებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლი ფსონს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ნატოსა და აშშ-ს. უკვე შედგენილია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეო რგოლი. ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის პოლიტ ექსპერტი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავეს.
თავად მიხეევს კი გენერალ ჩერნოვის ხალხი კურირებს, ეფ ეს ბეს პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გე ერ უს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი", — წერია დოსიეს მასალაში.
მიხეევი ცნობილია, როგორც კრემლთან აფილირებული პირი, რომელიც თავს პოლიტოლოგს უწოდებს. ის სახელისუფლებო მედიაში პროპაგანდისტულ მასალებზე მუშაობდა. დოსიეს ინფორმაციით, სწორედ მან მისწერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ წინასაარჩევნო სამზადისისთვის, პატრიოტთა ალიანსის გასაპიარებლად, პოლიტტექნოლოგების დასაქირავებლად, გადაადგილებისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის, 700 000 დოლარი სჭირდებოდათ. გამოძიებას თან ერთვის მიხეევის ხარჯთაღრიცხვის ფოტო.
ცენტრ დოსიეს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც მათი ინფორმაციით, სერგეი მიხეევმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა
ფოტო: ცენტრ დოსიეს
დოსიეს ვარაუდით, მიხეევის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რადგან მათ ხელში აღმოჩნდა სხვა დოკუმენტებიც, რომლებშიც უკვე პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვაა. დოსიეს ინფორმაციით, პარტია 4-თვიანი საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოდ მსუყე, რვა მილიონიან დაფინანსებას ითხოვს.
ცენტრ დოსიეს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელშიც მათი ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსსის საარჩევნო კამპანიის ხარჯთაღრიცხვაა ასახული
ფოტო: ცენტრ დოსიე
გარდა ამისა, საგამოძიები მასალაში აღნიშნულია, რომ მოსკოვური კომპანია POLITSECRETS, რომელიც ალიანსის კამპანიას გეგმავს, ურჩევს მათ, ქართველ ამომრჩეველში უკმაყოფილება გააძლიერონ, ელქტორატი გახლიჩონ და ამ ფორმით ხმები წაართვან ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მათივე თქმით, უკვე მზად არის ამ კომპანიის დაზადებული სარეკლამო კლიპებიც.
დოსიე აცხადებს იმასაც, რომ ალიანსის გასაპიარებლად დაქირავებულია სპუტნიკის მიერ დაფინანსებული სააგენტო Regnum და პოლიტიკური ცენტრი ჩრილოეთ-სამხრეთი, რომლის ხელმძღვანელიც კრემლთან და რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის პრესსპიკერ, მარია ზახაროვასთან დაკავშირებული პირია.
საგამოძიებო მასალაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ფორმებით ცდილობს რუსეთი ჩაერიოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.
-
გაიცანით პონჩო — ცუგო, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა გაიცანით პონჩო — ცუგო, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა
გადახედვა
-
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით? ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
-
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
-
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება" დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
გადახედვა
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას? როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
-
სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო
გადახედვა
-
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
კომენტარები