პარტია რეფორმერის წევრი, გიორგი აბრამიშვილი ედისონ რისერჩის წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს ეხმაურება
ფოტო: რეფორმერი
16 ივლისს ედისონ რისერჩის წინასაარჩევნო კვლევის მესამე ტალღის შედეგები გამოქვეყნდა. ამჯერად კომპანიამ 2101 ადამიანი გამოკითხა. ცნობისთვის, კვლევის წინა ტალღა 2020 წლის მარტში, ხოლო პირველი ტალღა 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა და თითოეულის შემთხვევაში 2 ათასი ადამიანი იყო გამოკითხული მთელი საქართველოს მასშტაბით.
პოლიტიკური პარტია რეფორმერი ედისონ რისერჩის კვლევას ეხმაურება.
პარტია რეფორმერის წევრი, ანალიტიკოსი და მარკეტოლოგი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს:
"ედისონ რისერჩის კვლევის ივლისის შედეგებზე, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ბევრი დაიწერა, თუმცა ამ ტალღების მონაცემებს შორის შედარებითი ანალიზი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ვცადეთ, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაგვეკეთებინა მცირე ანალიტიკა.
პირველი, რაც საყურადღებო აღმოჩნდა:
- პირველი ორი ტალღის მონაცემები მედიაში გამოქვეყნდა, როგორც ნატურალური, აგრეთვე ალოკაციის შედეგად მიღებული მონაცემების სახით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მარტივად დაენახა იმ ამომრჩევლების წილი, რომლებსაც გამოკითხვის მომენტისთვის არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ვის მისცემდნენ ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, და აგრეთვე შეეფასებინა, ალოკაციით მიღებული მონაცემები — პარტიების რეიტინგები იმ პირობებში, როდესაც ე.წ. "გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის წილი პროპორციულად გადანაწილდებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე. ივლისის შედეგები კი ჯერჯერობით მხოლოდ ნატურალური სახით გახდა მედიაში ხელმისაწვდომი, ჩანს მონაცემი ე.წ. "გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის ოდენობის შესახებ, თუმცა კონკრეტულ პარტიებზე ალოკაცია არ ჩანს.
- ცხადია, 100% სიზუსტით შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოიქცევა არჩევნების დღეს ამომრჩეველი, განსაკუთრებით კი თუ ეს ე.წ. "გადაუწყვეტელ" ელექტორატს ეხება, ამასთან, არჩევნებამდე 3 თვით ადრე. ასე რომ, ალოკაცია სავსებით გამართლებული, მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული და კარგი მეთოდია პროგნოზირებისთვის, როდესაც კვლევის შერჩევის ზომა და ტიპი საშუალებას იძლევა, რომ ე.წ. საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის ქცევის ტიპი დადგინდეს და "გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის არჩევანიც მის მიხედვით განისაზღვროს თუნდაც მიახლოებით. თუმცა საინტერესოა, რატომ "აიტაცა" მედიამ ალოკაციით მიღებული შედეგები პირველ და მეორე ტალღებზე, მაგრამ ხაზგასმით აღარ დაინტერესებულა იმავეთი ივლისის შედეგების შემთხვევაში. დასკვნების გასაკეთებლად მიზანშეწონილი იქნება ერთად შევხედოთ სამივე ტალღის მონაცემებს:
ერთი შეხედვითვე თვალშისაცემია, რომ ქართული ოცნების რეიტინგმა საგრძნობლად იმატა ბოლო 6-თვიან პერიოდში, განსაკუთრებით მარტის მონაცემების შემდეგ, ხოლო ე.წ. "გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის რაოდენობა კი შემცირდა და ივლისის შედეგების მიხედვით 20% შეადგინა. მცირედით, მაგრამ აგრეთვე შემცირდა სახელისუფლებო პარტიის ძირითადი კონკურენტების, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს რეიტინგები. სხვა პარტიების შემთხვევაშიც ან იგივე მაჩვენებელი გვაქვს ან მცირე კლება ფიქსირდება. ლოგიკურ დასკვნამდე მივდივართ, რომ "გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის ნაწილმა, თითქმის მესამედმა გადაწყვიტა, რომ ქართული ოცნებისთვის მიეცა ხმა. რით შეიძლება ეს იყოს გამოწვეული? ეს არის COVID 19 და მასთან დაკავშირებით ხელისუფლების და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების მოქმედებები. საქართველომ მოახერხა და ძალიან დაბალ დონეზე შეინარჩუნა ინფიცირებულების და გარდაცვლილთა მაჩვენებელი, რეგიონალურ და მსოფლიო ასპარეზზე პოზიციონირდა ე.წ. "მწვანე ზონად", რაც, ცხადია, მოქალაქეებში, ამომრჩეველში ლოგიკურ ასახვას ჰპოვებდა — კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში გამორიცხული იყო ოპოზიციური პარტიების აქტივობები, ამომრჩეველთან შეხვედრა, მედია კი მთლიანად მოცული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციით, შესაბამისად, თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების გაშუქება გაცილებით ხშირად ხდებოდა. შედეგად ძალთა ბალანსი, ისევე, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალების მიერ წარმოებული კომუნიკაციის თანაფარდობა მკვეთრად შეიცვალა სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ.
- ზემოხსენებულ დასკვნას კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს. 20 ივლისს გაიმართა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია, რომელსაც სხვებთან ერთად სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, ლევან რატიანი, პაატა იმნაძე — ახლა უკვე ყველასთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კიდევ 2 პიროვნება კი პირდაპირ მაჟორიტარების სიაში ვიხილეთ — აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად და ზაზა ლომინაძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად, რომლის დაფუძნებულმა კლინიკამაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქუთაისში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აგრეთვე საინტერესოა, შევხედოთ ედისონ რისერჩის მიერ განხორციელებული წინასაარჩევნო კვლევის სამი ტალღის შედეგებს უკვე ალოკაციის მეთოდის გამოყენებით:
ცვლილებების ტენდენცია იგივეა, თუმცა უკვე უფრო მკვეთრად გამოხატული. ქართულ ოცნებას ალოკაციით ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი უჭერს მხარს, მის უახლოეს კონკურენტს, ნაციონალურ მოძრაობას კი — ამომრჩეველთა მეხუთედი.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მაინც უკმაყოფილება და ირონიული დამოკიდებულება გამოხატეს აღნიშნული კვლევისადმი. ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნების რეიტინგი რეალურად კიდევ მეტია. ამავდროულად, მედიასა და სხვადასხვა ოფიციალური პირის განცხადებებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც, შესაძლოა, ეჭვის საფუძველს იძლეოდეს, რომ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კიდევ ერთ "კომენდანტის საათსა" და "კარანტინს" შეიძლება ველოდოთ. მით უმეტეს, რომ სახელისუფლებო გუნდმა შესანიშნავად დაინახა, რა "კარგი" საარჩევნო შედეგის მოტანა შეუძლია მოქალაქეების სახლში გამოკეტვას", — აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები