ეპისკოპოს იაკობის თქმით, მისი მხარდაჭერით, საპატრიარქოში ერთი პირი გაილახა
ბოდბის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში ეპისკოპოსმა იაკობმა ახსენა სავარაუდო ცემის ფაქტი, რომელიც საპატიარქოში მოხდა და რომლის შესახებაც მან ილია მეორესთან შეხვედრაზეც ისაუბრა:
"გუშინ უწმინდესთან ვიყავი მისული, მივედი, გავესაუბრე, ერთი იმ გუნდის წევრისგანაც ვინც იყო, საპატრიარქოში რომ გაილახა, მაგაზეც მივედი უწმინდესთან და ჩემგან მხარში დგომა[ით] იბერტყა ის ადამიანი, თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ, თავისი ყოფაქცევით და თავისი განვლილი ცხოვრებით და დღევანდელით, და ასევე ვუთხარი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება, იმ სამსახურს ხომ გავუუქმებ, მაგრამ, უწმინდესთან ერთად გავივლი რაღაც საკითხებს, რომ უწმინდესის ის არ დაზარალდეს. დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ტყვილა გგონიათ, რომ ან სიძეობა ან ეპისკოპოსობა არ არის არავისთვის იმუნიტეტი".
ეპისკოპოსის თქმით, მან პატრიარქს უთხრა, რომ ის სულ აღარ აპირებდა გამოჩენას და ეპისკოპოსობიდან წასვლასაც კი აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა:
"ახლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა, ჩემი უწმინდესის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა, ამ დროს ხო, მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია მასეთი ხალხისგან გავათავისუფლო. უწმინდესმა ადრეც გაუშვა მაგ სამსახური, მაგრამ ვიღაცეების იმით დარჩნენ, და ვითომ ასრულებდნენ. ისინი მანამდეც და დღესაც უხეშად ერევიან. მე თუ პირადად მეხებოდნენ, არაფერია, მე ვალდებული ვარ პირადად მოვითმინო, მაგრამ, იმანაც დამირეკა პრაიმტაიმიდან, იგივე ჟურნალისტი მირეკავდა, ახლა ჩემზე მისცეს ეტყობა შეკვეთა, მაგრამ პატრიარქი გავაფრთხილე, რომ ისინი ხო, სამსახურში მაინც ვერ ივლიან, ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ერისთვის გაუგებარი არ იყოს. ჩემთვის ღირსება უპირველესია, ეპისკოპოსობა არაფერს არ ნიშნავს, თუ ღირსება არ გქონდა და მე ღირსებას ვირჩევ და გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. თან დრო მივეცი, იმისთვის ვინც იცავენ დაიცვან და იმასაც მივაყოლებ ზევიდან. შენდობას ვითხოვ, ასე რომ ვილაპარაკე, მაგრამ მე ვალდებული ვარ, უწმინდესმა თვითონ გამომირჩია მე ეპისკოპოსად, ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი ჩემი ეპისკოპოსობის, მან მაინც მაშინვე დამნიშნა ქორეპისკოპოსად და იმ ნდობას მე გავუმართლებ აწი უწმინდესს".
ეპისკოპოსის თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფანატიზმისგან შორსაა, ამ ბოლო დროს კი მედიაში მის და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა შესამჩნევი გახდა:
"სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში ვიღაც-ვიღაცეები, არამარტო არასამთავრობოები, სოციალური მედია თუ პარტიული ტელევიზიები, ცდილობენ რომ ცუდი წერონ ეკლესიაზე და ძირითადად ურტყავენ ხოლმე პატრიარქს. ამას წინათ, არის ასეთი გაზეთი პრაიმტაიმი, სადაც დაიწერა ერთ-ერთ ქორეპისკოპოსზე სტატია, რომელიც იყო სიცრუე, პირდაპირ გეტყვით, ჩავეძიე მაგ იმას, ვისგან იყო წამოსული და ვინ დაწერა, ჯერ ვინც დაწერა, გვარიც ვერ მიუთითა სწორად".
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ასევე გამოეხმაურა გაზეთ პრაიმტაიმის გავრცელებულ ინფორმაციას მეუფე თეოდორესთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და მას "ჟურნალისტური სიცრუე" უწოდა.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კომენტარები