თსუ-ს მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფოტო: Getty Images
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ უნივერსიტეტი ავრცელებს განცხადებას. მათი ცნობით, დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
"თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.
მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები", — წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 831 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 694, გარდაცვლილი 13 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 3 213, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 303 და უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
-
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს) როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
-
მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა" მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა
-
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
გადახედვა
-
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
-
ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია
გადახედვა
-
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
-
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
-
დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ
გადახედვა
-
ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძემ განმარტა პროცედურები, რაც მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე დამტკიცებისთვისაა საჭირო არჩილ გორდულაძემ განმარტა პროცედურები, რაც მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე დამტკიცებისთვისაა საჭირო
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-სიმუსის ფუნქციას, უსაფრთხოება კი "მანდატურთუხუცესის" ხელში გადადის! სალომე ზურაბიშვილი: გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-სიმუსის ფუნქციას, უსაფრთხოება კი "მანდატურთუხუცესის" ხელში გადადის!
გადახედვა
-
3 საპატრიარქო კანდიდატი 28 აპრილს დასახელდება 3 საპატრიარქო კანდიდატი 28 აპრილს დასახელდება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები