საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კომისრის ანგარიში სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულებას, დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თუ დევნილი პირების უფლებებს.
კომისარი მიესალმა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას პოლიციელებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრების ტარების შესახებ, თუმცა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლისთვის არცერთი სამართალდამცველი არ მიცემულა პასუხისგებაში. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე.
კომისარმა ხელისუფლებას მოუწოდა, იხელმძღვანელონ გაეროს 2020 წლის სახელმძღვანელო მითითებებით სასიკვდილო იარაღის არგამოყენების შესახებ და გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის დიდ პალატაში განხილული საქმე "ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ".
ასევე, კომისარმა ხაზი გაუსვა რეპრესიული კანონების ერთობლივ უარყოფით გავლენას ქვეყანაში არსებულ გარემოზე. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ცვლილებები, რომლებიც პოლიციას უფლებას აძლევს, თვითნებურად შეცვალოს აქციის ადგილი და დრო და კრძალავს ტროტუარის "ბლოკირებას", მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
ო'ფლაერტის შეშფოთება გამოიწვია ნიღბის ტარების, გზის გადაკეტვის ან კარვის დადგმისთვის 60-დღიანი პატიმრობის დაწესებამ, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის (2 წლამდე პატიმრობა) შემოღებამ ადმინისტრაციული დარღვევის განმეორების შემთხვევაში. ო'ფლაერტის შეფასებით, ეს ზომები შეუსაბამოა აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან.
ევროკომისარმა პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, გააუქმოს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი" და გადახედოს სხვა "რეპრესიულ კანონმდებლობას". კომისრის თქმით, ეს კანონები, ისევე როგორც მაუწყებლობის შესახებ კანონი (რომელიც კრძალავს მედიის უცხოურ დაფინანსებას), ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას და სამოქალაქო სექტორისა და მედიაში მსუსხავ ეფექტს ქმნის.
ო'ფლაერტიმ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები (მათ შორის "საბოტაჟის" ბრალდება) მკაცრად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.
დევნილთა უფლებები და ოკუპირებული ტერიტორიები
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზს ოძისში და შეხვდა დევნილებს წეროვანში. მან დადებითად შეაფასა სახელმწიფოს მხრიდან უფასო ჯანდაცვისა და განათლების მიწოდება, თუმცა აღნიშნა, რომ დევნილებს კვლავ აქვთ პრობლემები საცხოვრებლის, დასაქმებისა და განათლების კუთხით.
ო'ფლაერტიმ მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილთა უფლებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს და თავისუფლად გადაადგილდნენ საოკუპაციო ხაზზე.
ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა ირაკლი კობახიძეს, მთავრობის სხვა წევრებს, გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი გეგმავს, მომავალშიც აქტიურად ადევნოს თვალი საქართველოში ამ მიმართულებებით განვითარებულ მოვლენებს.
- სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
- ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დიქტატორული კანონები გააუქმოს
- მაიკლ ო’ფლაერტი: დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია, მაგრამ არც ერთი სამართალდამცავი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები