არჩილ გორდულაძემ განმარტა პროცედურები, რაც მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე დამტკიცებისთვისაა საჭირო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე "პირველი არხის" ეთერში გამოეხმაურა ქართულ ოცნებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. მისი თქმით, "მამუკა მდინარაძე დააკლდა საჯარო პოლიტიკას და საჯარო პოლიტიკაში მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს ["ოცნების"] გუნდს.
"ბევრი სუბიექტური და კიდევ უფრო მეტი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს. როდესაც არსებობს სისტემა, რომელიც არის არსებითად სხვა რელსებზე გადასული, როდესაც სუს-მა დაიწყო ბევრი რეფორმა და პირადად მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს, ის განსაკუთრებით გამორჩეულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღკვეთაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა იკისროს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჰქვია მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების სისტემის წაძღოლა. მამუკა მდინარაძე დააკლდა საჯარო პოლიტიკას და საჯარო პოლიტიკაში მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს, მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცესაც", — განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისათვის ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შს მინისტრმა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა. თავის მხრივ — სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება და ვიცეპრემიერობასაც შეითავსებს. შს მინისტრის კი პოსტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
არჩილ გორდულაძემ განმარტა ის პროცედურები, რაც ახალი სახელმწიფო მინისტრის დამტკიცებისთვისაა საჭირო. თქმით, სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
"ჯერ პროცედურულად არის საჭირო, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდეს და დასკვნა დაიწეროს სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომის ნამდვილობის თაობაზე. შემდეგ ეს ყველაფერი წარედგინება პლენარულ სხდომას, ცნობად იქნება მიღებული. შემდეგ უკვე ჩატარდება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება კანდიდატი. შემდეგ – ბიურო, შემდეგ – პლენარული სხდომა და უკვე პლენარული სხდომა დაამტკიცებს ახალ კანდიდატს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ საკითხს ცნობად მიიღებს.
რაც შეეხება ახალი სახელმწიფო მინისტრის საკითხს, გორდულაძის თქმით, მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების სამი მოსმენით მიღება, პრეზიდენტის ხელმოწერისა და გამოქვეყნების შემდეგ, დღის ბოლო შევა ძალაში. უკვე შემდეგ დღეს იქნება შესაძლებელი, რომ დაინიშნოს მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე", – განაცხადა გორდულაძემ.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები