მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბევრ მონაწილეს — არქიტექტორებს, ინჟინრებს, კონტრაქტორებსა და მომწოდებლებს აერთიანებს. თითოეულ მათგანს საკუთარი ამოცანა, ვადა და სტანდარტი აქვს. რაც უფრო იზრდება პროექტის მასშტაბი, მით მეტად რთულდება ამ პროცესების კოორდინაცია. სწორედ ეს არის CQM-ის საქმიანობის არსი — სამშენებლო პროექტის პროფესიონალური მართვა იდეის ეტაპიდან ობიექტის ჩაბარებამდე.

CQM-ის გუნდი სამშენებლო პროცესის თითოეულ ეტაპს ზედამხედველობს. კომპანია აკონტროლებს სტანდარტების დაცვას, ვადების შესრულებასა და რესურსების განაწილებას.

დიზაინის მართვის ფარგლებში CQM ამოწმებს, რამდენად შესრულებადია სამშენებლო პროექტის ფუნქციური და ტექნიკური გადაწყვეტები. გუნდი თვალყურს ადევნებს, რომ არქიტექტურული და საინჟინრო ხედვა პროექტის საერთო ლოგიკასთან თანხვედრაში იყოს და საჭიროების შემთხვევაში აკეთებს კორექტირებას.

ნებისმიერი პროექტი გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. CQM ამ რისკებს წინასწარ აფასებს და პრევენციულ გეგმას ადგენს, რაც დამკვეთს პროექტის მიმდინარეობისას მოულოდნელ პრობლემებს არიდებს.

CQM პროექტის ფინანსურ მხარეს საწყის ეტაპზევე გეგმავს. დგინდება ზუსტი ხარჯთაღრიცხვა, დაფინანსების ეტაპები და კონტროლის მექანიზმები. დამკვეთს ნებისმიერ მომენტში აქვს სრული სურათი იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება რესურსები და რამდენად შეესაბამება ეს თავდაპირველ გეგმას.

ბიუჯეტის კონტროლთან ერთად, CQM ხარჯების ოპტიმიზაციაზეც მუშაობს. გუნდი ეძებს შესაძლებლობებს, რათა რესურსები უფრო რაციონალურად განაწილდეს, თუმცა ხარისხი კვლავინდებურად შენარჩუნდეს.

CQM სატენდერო პროცესებსაც აანალიზებს და მართავს. კომპანია დეტალურად შეისწავლის წინადადებებს, აფასებს კონტრაქტორების შესაბამისობას და დამკვეთს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

პროექტის მიმდინარეობისას CQM-ის გუნდი შრომის უსაფრთხოებასაც ზედამხედველობს. კომპანია აფასებს გარემოს, განსაზღვრავს შესაძლო რისკებს და მართავს პროცესს ისე, რომ სამუშაო გარემო უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებდეს.

CQM სასტუმრო პროექტების მიმართულებით სრულ საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს. გუნდი ლოკაციის, ბაზრის სპეციფიკის, ბრენდინგისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ინდივიდუალურ სტრატეგიას ადგენს. კომპანიის პარტნიორებს შორის ისეთი საერთაშორისო ბრენდებია, როგორებიცაა Holiday Inn, IHG, Nexia და სხვ., რაც ამ სფეროში დაგროვილ დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს.

სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM-ის მიზანია, თითოეული პროექტი დათქმულ ვადებში, ბიუჯეტის ფარგლებში და ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დასრულდეს.