International Organization for Animal Protection (OIPA) ქართული ორგანიზაციებისა და აქტივისტების თხოვნას გამოეხმაურა და ოფიციალური წერილით მიმართა, როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე საელჩოებს. OIPA-მ საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდა. ამავდროულად, ორგანიზაციამ საკუთარი შეშფოთება გაუზიარა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც საერთაშორისო დონეზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

OIPA თავის წერილში ხელისუფლებას მოუწოდებს:

– სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოში;

– არ დაიჭირონ უკვე სტერილიზებული ცხოველები და ადგილზე მოხდეს მათთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარება;

– მოქალაქეებს მიეწოდოს მკაფიო და გამჭვირვალე ინფორმაცია ცხოველების ადგილსამყოფელისა და მოპყრობის შესახებ.

სტატიაში აღნიშნულია ცხოველმოყვარული აქტივისტის/მოქალაქისა და 40+ ორგანიზაციის/კომპანიის/საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი განცხადებაც, რომელსაც 40 000-მდე ადამიანი აწერს ხელს.

იხილეთ ორგანიზაციის სრული სტატია და პოსტი სოციალურ გვერდზე.