ირაკლი კობახიძემ, მიხეილ ყაველაშვილის 2026 წლის 20 აპრილის განკარგულების მიხედვით, მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 7³ მუხლის
მე-6 პუნქტის
შესაბამისად:

ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება "მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ";

ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების "ა" ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახელმოწერა", — წერია განკარგულებაში.