როგორ უნდა გადაადგილდეს პაციენტი ან მისი თანხმლები პირი მანქანით — სამინისტროს ინსტრუქცია
ფოტო: Shutterstock
27 აპრილამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხებათ გამონაკლის შემთხვევებს, მათ შორის მათ, ვისაც საავადმყოფოში გეგმიური სამედიცინო მომსახურება(დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) სჭირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომსახურების მისაღებად კლინიკა გასცემს ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
- პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- ვიზიტის დრო და თარიღი;
- გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);
- საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
კლინიკიდან პაციენტის გაწერისას:
- კლინიკა პაციენტზე გასცემს ფორმა N IV-100/ა;
- ამავდროულად იწერება ცნობა კლინიკის ბლანკზე, ბეჭდით დამოწმებული და ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომ ეს პაციენტი გაეწერება კლინიკიდან (დროის მითითებით), მის საცხოვრებელ მისამართზე (მისამართის მითითებით);
- გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);
- საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
- ეს ცნობა უნდა გადაეგზავნოს (დასკანერებული ვერსია ელ. ფოსტაზე) იმ პირს რომელიც განახორციელებს გაწერილი პაციენტის ტრანსპორტირებას. ამ პირმა ცნობა ამობეჭდილი/მატერიალური ან ელექტრონული სახით (ტელეფონზე) უნდა იქონიოს თან, ამავდროულად პაციენტს თან უნდა ჰქონდეს ფორმა N IV-100/ა, რომელსაც დასტურად წარუდგენს პოლიციას.
მწოლიარე პაციენტების ოჯახის მიერ საკვებით ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში: კლინიკა საკუთარ ბლანკზე, ბეჭდით და ხელმძღვანელის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას გასცემს, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემს:
- გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის);
- გადაადგილების ტრაექტორია საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი
- გადაადგილების დრო და თარიღი;
- პაციენტის ახლობელი/ნათესავი პირის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
- გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);
- საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
აღნიშნული ცნობა ეგზავნება საკვების/პირადი ნივთების გადამტან პირს ელ.ფოსტის მისამართზე, რომელიც ბეჭდავს ამ ცნობას და ხელთ აქვს მატერიალურად, ან წარუდგენს პოლიციას ტელეფონით ელექტრონულ ფორმატში. კლინიკაში საკვების/პირადი ნივთების მიტანის შემდეგ, კლინიკა საკვების გადამტან პირს წერილობით და ბეჭდით უდასტურებს, რომ ამა და ამ დროს მიიღო საკვები პროდუქტი. თუ გადამტან პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა და მხოლოდ ელექტრონული ვერსია აქვს ტელეფონზე, კლინიკა უბეჭდავს ამავე ცნობას და უდასტურებს ამ ცნობაზევე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალ ბეჭდით დადასტურებულ, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომ ამ პირმა ამა და ამ დროს ნამდვილად მიიტნა საკვები/პირადი ნივთები.
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები