რა წესები უნდა დაიცვან კომპანიებმა თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის — მინისტრის ბრძანება
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
დღეიდან ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შემოწმებას დაიწყებს.
4 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სამუშაო ადგილებზე სხვადასხვა ღონისძიების გატარებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად სწორედ იმას შეამოწმებს, რამდენად სრულდება ამ ბრძანებაში არსებული მითითებები.
დოკუმენტში საუბარია როგორც ზოგად, ისე კონკრეტული სექტორებისთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებზე. გარდა ამისა, განსაზღვრულია სამუშაო ადგილის რისკის შესაბამისი ღონისძიებებიც.
ბრძანების თანახმად, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ პირობები, რათა თანამშრომლებმა ხშირად შეძლონ ხელების დაბანა. იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, უნდა გამოიყენონ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე. ამასთან, დამსაქმებლებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
დამსაქმებლები ვალდებული არიან თანამშრომლები უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მაგალითად ხელთათმანებით, ფარებით, ნიღბებით, რესპირატორებით, სათვალეებითა და ა.შ.
თანამშრომელი არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში თუ:
- ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში;
- ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იყო კორონავირუსის მატარებელ პირთან. ასეთ დროს დასაქმებულმა უნდა გაიაროს თვითიზოლაცია ან კარანტინი;
- აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
- მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს — არის 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირი.
დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულთა COVID-19-ით ინფიცირების რისკები შეიძლება იყოს: ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო, ან დაბალი. რისკის დონე ნაწილობრივ დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტიპზე.
ძალიან მაღალი
ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილებია: კონკრეტული სამედიცინო ან ლაბორატორიული პროცედურების განმახორციელებელი დაწესებულებები.
ამ კატეგორიას განეკუთვნებია ჯანდაცვის პერსონალი (მაგ. ექიმები, ექთნები, სტომატოლოგები, პირველადი სამედიცინო დახმარების გამწევი პირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი), ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც აგროვებს ან ამუშავებს ნიმუშებს COVID-19-ით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი პაციენტებიდან.
მაღალი რისკი
ინფიცირების მაღალი რისკის შემცველად ითვლება სამუშაო ადგილი, სადაც COVID-19-ის ცნობილი, ან სავარაუდო წყაროების მიმართ ინფიცირების დიდი პოტენციალი არსებობს.
ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ექიმები, ექთნები და სხვა დამხმარე პერსონალი, რომლებსაც უწევთ პაციენტების პალატებში შესვლა; მორგში მომუშავე პირები, რომლებიც მონაწილეობენ იმ პირთა გვამების მომზადებაში, რომელთაც გარდაცვალებამდე დაუდასტურდათ, ან რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ დაავადებული იყვნენ COVID-19-ით.
რეკომენდაციები ძალიან მაღალი და მაღალი რისკის შემცველი სამუშაოებისთვის:
- პერსონალის უმეტესობამ უნდა ატაროს ხელთათმანები, ხალათი, სახის დამცავი ფარი, დამცავი სათვალეები და რესპირატორი. ვინც უშუალო კონტაქტში არიან პაციენტებთან უნდა გამოიყენონ რესპირატორები;
- შესაძლებლობისა და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდეს ჰაერის დამამუშავებელი სისტემები;
- დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევისას პაციენტები მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულების საიზოლაციო პალატებში;
- ის პროცედურები, რომლებსაც აეროზოლების წარმოქმნა მოჰყვება, განხორციელდეს იზოლირებულ პალატებში;
- პაციენტებისგან ნიმუშების აღებისას დაცული უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების ზომები;
- თანამშრომლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. ამასთან ჩაუტარდეთ ტრენინგი, სტრესის შესამცირებლად კი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფსიქოლოგის დახმარება.
საშუალო რისკი
ინფიცირების საშუალო რისკისაა სამუშაო ადგილი, სადაც სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ ხშირი ან/და მჭიდრო კონტაქტის ქონა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ COVID-19-ით დაინფიცირებულ ანდა დაინფიცირებაში საეჭვო პაციენტებს. ასეთი შეიძლება იყოს სკოლები, მრავალრიცხოვანი/მჭიდრო სამუშაო ადგილები, ასევე ზოგიერთი საცალო ვაჭრობის ცენტრი, სხვა ობიექტები, სადაც ადამიანთა თავშეყრის ადგილებია.
რეკომენდაციები საშუალო რისკის სამუშაო ადგილებისთვის:
- სადაც შესაძლებელია, უნდა დამონტაჟდეს ფიზიკური ბარიერები, როგორიცაა დაცემინებისაგან დამცავი გამჭვირვალე პლასტმასის შირმები;
- ნიღბების შეთავაზება დაავადებული თანამშრომლისთვისა და მომხმარებლისთვის. ნიღბების დეფიციტის შემთხვევაში შესაძლებელია სახის მრავალჯერადი ფარის გამოყენება;
- დღეში რამდენჯერმე განიავდეს დახურული სივრცე და სამუშაო ადგილები სველი წესით დასუფთავდეს;
- შენობის შესასვლელებში განთავსდეს დეზობარიერები;
- თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს ხელის ჰიგიენური საშუალებები;
- პირადი კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა;
- ვიზიტორებს შორის დისტანციის დასაცავად პირობითი ნიშნების გამოყენება;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, რომელიც მას სამუშაო პირობებიდან გამომდინარე დასჭირდება.
დაბალი რისკი
ინფიცირების დაბალი რისკის მომუშავეებს არ მოეთხოვებათ COVID-19-ით დაინფიცირებულ, ან ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო პირებთან კონტაქტი, არც ხშირი და ახლო კონტაქტი ფართო საზოგადოებასთან.
რეკომენდაციები დაბალი რისკის სამუშაო ადგილებისთვის:
- თანამშრომლებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
- ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელის დასაბანი საშუალებები ან სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე.
რეკომენდაციები სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე? Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?
გადახედვა
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
-
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს
გადახედვა
-
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
გადახედვა
-
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
-
გერმანიაში პლასტმასის ბოთლი წარწერით — "პოლონიუმ-210" იპოვეს გერმანიაში პლასტმასის ბოთლი წარწერით — "პოლონიუმ-210" იპოვეს
გადახედვა
-
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
-
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
-
მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები
კომენტარები