რა შეგვიძლია ვისწავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითებიდან – ტანნერის საავადმყოფოს რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე
ტანნერის საავადმყოფოს ინტენსივისტი/რეანიმატოლოგი და კლივლენდ კლინიკის კარდიოლოგიის ფელოუ ბექა ბახტაძე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაწვრილებით საუბრობს
ფოტო: Nam Y. Huh/AP
სტატისტიკა მოცემულია 28 მარტის მდგომარეობით
კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად უამრავი მონაცემი გვხვდება, თუმცა ცალკე აღებული რიცხვები ბევრს არაფერს გვეუბნება იმაზე, რომელი ქვეყანა როგორ უმკლავდება კრიზისს.
გთხოვთ, მცირე დრო დაუთმოთ და თვალი შეავლოთ ქვემოთ მოცემულ გრაფას, რომელიც აფასებს შემთხვევათა ზრდის როგორ მიმართულებას მიყვებიან ქვეყნები. სიტუაციის გრაფიკულად გადმოცემა უფრო ცხადად აჩვენებს, რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსი და რამდენად სერიოზულია სიტუაცია.
Y ღერძი: შემთხვევათა რაოდენობა (ინტერვალი ვარირებს)
X ღერძი: დღეების რაოდენობა მე-100 შემთხვევის შემდეგ
შევეცდები, უფრო მეტად ობიექტურად / მცირე სუბიექტურობით + დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით გავცე პასუხი კითხვებს:
- როგორ შეაჩერა ჩინეთმა არსებული შემთხვევები?
- რატომ არის ძალიან მაღალი სიკვდიალობა იტალიაში?
- როგორ ახერხებს გერმანია სიკვდილიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას?
- რას შეიძლება ველოდოთ საქართველოში?
ტერმინების დეფინიცია:
SARS-Cov-2 - ვირუსის ნომენკლატურა/სახელი
COVID-19 - ამავე ვირუსით გამოწვეული დაავადება
ზოგადი ცნებები/განცხადება:
იზოლაცია (თვითიზოლაცია ან სავალდებულო) წარმოადგენს ვირუსის გადაცემის პრევენციის საუკეთესო გზას. ამ დროს არ არის ცნობილი, პიროვნება ატარებს თუ არა ვირუსს.
კარანტინი წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ადამიანი, რომელსაც უკვე დაუდასტურდა SARS-CoV2, თავს არიდებს ყველანაირ კონტაქტს.
ხშირად ხელების დაბანა, სახეზე ხელის შეხების არიდება, გარემო ზედაპირების დეზინფექცია არის უმნიშვნელოვანესი - ამით პირდაპირ ვირუსს ვანადგურებთ. გახსოვდეთ, რომ ამის მისაღწევად 60%-ზე ეთილენ გლიკოლია (სპირტი) საჭირო.
მსოფლიო ქვეყნებს (ეკონომიკურად ძლიერი, კომუნისტური წყობილების, ლიბერალი თუ კონსერვატიული) ბევრი რამ აქვთ საერთო.
კორონავირუსის ტენდენცია უმეტესად ერთი და იგივეა ყველგან:
რაც უფრო:
1. მეტია მოსახლეობის რაოდენობა;
2. მეტია დაავადებული მოსახლეობის პროცენტულობა;
3. მჭიდროდაა დასახლებული ქალაქები/სოფლები;
4. რაც უფრო "არხეინია" და მეცნიერული ფაქტებისადმი ნეგატიურადაა განწყობილი მოსახლეობა
მით უკეთესი ვირუსისთვის.
მინდა რამდენიმე ქვეყანა გამოვყო და მცირე მიმოხილვა გავაკეთო თუ როგორ მოახდინეს / ახდენენ რეაგირებას არსებული კრიზისის მიმართ.
ჩინეთი
3,299 (სიკვდილიანობა) / 81,905 (შემთხვევა) - დაუმუშავებელი ფატალობის სიხშირე = 4%
პოლიტიკური კორექტულობა რომ შევინარჩუნო, არსებობს საკმაოდ დიდი ეჭვი იმის შესახებ, ახდენს თუ არა ჩინეთი შემთხვევათა ზუსტად აღწერას და გამოქვეყნებას (გადაავლეთ თვალი და გაიხსენეთ, რაოდენ მწირე ინფორმაციას აზიარებდა საბჭოთა კავშირი ჩერნობილის შესახებ და როგორ გამოიყვანა 1 მაისს ხალხი წითელ მოედანზე იმავე წელს).
ცხადია, რთულია ასეთი ზუსტი ხაზის გავლება, მაგრამ ლოგიკურია. ასევე გასათვალისწინებელია რომ ჩინეთი სხვა ქვეყნებისგან რადიკალურად განსხვავებულად ოპერირებს. ის იყენებს ქუჩაში განთავსებულ უამრავ კამერას იმისთვის, რომ იცოდეს, თითოეული ადამიანი კონკრეტულ დროს სად იმყოფებოდა. გარდა ამისა, არსებობს ბრძანებები, დასჯის, დისციპლინის სხვადასხვა ზომები და იმის შესაძლებლობა, რომ "დახურო/გამორთო" უხანი, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი. დიდი ალბათობით, მეტი ობიექტური ინფორმაცია იქნება ცნობილი მომავალში და ისტორია უფრო ნათელს გახდის, თუ რა გაასაჯაროვა და რა არა ჩინეთმა.
იტალია
9,134 (სიკვდილიანობა) / 86,498 შემთხვევა - დაუმუშავებელი ფატალობის სიხშირე = 10%.
ეს არის საშინელება. იტალიაში მდგომარეობის ასეთი სიმძიმე რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც შეიძლება ცუდად წასულიყო ქვეყნისთვის, ცუდად წავიდა. ერთმანეთს დაემთხვა მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა, ხანშიშესული და მრავალი დაავადების მქონე მოსახლეობა, "არხეინი" მიდგომა უხილავი პრობლემის მიმართ და ვირუსის წყაროს უეცარი პირველადი ნაკადი. ამ ყველაფერმა განაპირობა შემთხვევათა უეცარი ტალღა > სამედიცინო სისტემის გადატვირთვა > სიკვდილიანობა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ნოზოკომიალური დაავადებები, ერთი ექიმი / მედდა უვლის ალბათ, 15-20-ზე მეტ პაციენტს, რაც ასევე ზრდის სიკვდილის პროცენტულობას.
სამხრეთ კორეა
144 (სიკვდილიანობა) / 9,478 (შემთხვევა) - დაუმუშავებელი ფატალობის სიხშირე = 1.5%
მეორე უკიდურესობა იტალიასთან შედარებით. ერთადერთი ქვეყანა რომელმაც შემთხვევათა პიკი დაწია ეფექტურად, თავიდან აირიდა სამედიცინო სისტემის გადატვირთვა და მიაღწია შემთხვევათა პლატოს. სამხრეთ კორეამ დაიწყო მასობრივი ტესტირება - ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო / შეუძლია მანქანიდან გადაუსვლელად გაიკეთოს ტესტი. საზოგადო ჯანდაცვის დეპარტამენტი ახდენდა დადებითი შედეგების მონიტორინგს და + პირები დარჩნენ იზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს იოლად ჟღერს, მაგრამ აშკარად მიუთითებს, თუ როგორ ოპერატიულად და ეფექტურად მოქმედებს ქვეყანა.
ამერიკის შეერთებული შტატები
1,702 (სიკვდილიანობა) / 104,463 (შემთხვევა) - დაუმუშავებელი ფატალობის სიხშირე = 1.6%
"ეს არის მხოლოდ გრიპი"... "გვექნება მხოლოდ 15-20 შემთხვევა"... "თბილმა ამინდმა უნდა შეამციროს გავრცელება" და ამგვარ რამეებს გაიძახოდა ქვეყნის პირველი პირი ორი კვირის წინ. საკითხისადმი გულგრილი მიდგომა, ქვეყნის ქალაქებსა/ შტატებს შორის ერთმანეთთან კომპლექსური მიმოსვლა, საზღვრების დროულად არჩაკეტვა და ბევრი სხვა დაუდევარი შეცდომაა იმის მიზეზი, რომ ამერიკა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი გახდა. მეორე მხრივ, ალბათ, მხოლოდ ამ ქვეყანას შეუძლია გაუძლოს მყარად ეკონომიკურად ამ დარტყმას, მხოლოდ ამ ქვეყანას შეუძლია მივიდეს დღეში 100 ტესტიდან - დღეში 25 000 ტესტამდე, მომავალში კი დღეში 50 000 ტესტი იგეგმება. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აქ, გაყვება გრაფა იტალიის მაგალითს თუ ექნება მას სამხრეთკორეული ეფექტი.
დიდი ბრიტანეთი
761 (სიკვდილიანობა) / 14,751 (შემთხვევა) - დაუმუშავებელი ფატალობის სიხშირე = 5%
მცირე კომენტარი ე.წ. "ჯოგურ" იმუნიტეტზე. ამაზე დათანხმებით ქვეყნის მთავრობა ფაქტობრივად აღიარებს და კომფორტულად გრძნობს თავს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტობრივად ბუნებრივი გადარჩევისთვის მინდობაა. ეს ტაქტიკა ჩამოინგრა მალევე და უკვე ქვეყნის პირველ პირს, ბორის ჯონსონს აღმოაჩნდა SARS-Cov-2 ვირუსი. მარტივად რომ ვთქვათ, ნუ გამოიგონებ ახალ ბორბალს.
გერმანია
351 (სიკვდილიანობა) / 50,871 (შემთხვევა) - დაუმუშავებელი ფატალობის სიხშირე = 0.7%
თითქმის წარმოუდგენელია სიკდილიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი. არსებობს აზრი, რომ სიკვდილის მიზეზად კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში რეგისტრირდება მათი ქრონიკული დაავადების გამწვავება. მაგ. როცა გულის უკმარისობა აქვს პაციენტს, რომელსაც აქვს კორონავირუსი. ეს ინფორმაცია არ არის დამყარებული ობიექტურ მონაცემზე და წყაროს ციტირებას ვერ ვახერხებ.
საქართველო
91 შემთხვევა, იმედია, სიკვდილიანობა დარჩება 0-ის ტოლი.
საქართველო ამჟამად ახდენს სიტუაციის კონტროლს. COVID-19-თან ბრძოლის სხვა რესუსსი, გარდა დაავადების შემთხვევათა პიკის დაწევისა, საქართველოს არ აქვს. ამ ფაქტს მთავრობა ძალიან კარგად აანალიზებს და არ გამიკვირდება მომდევნო დღეების განმავლობაში კომენდანტის საათი დააწესოს ქვეყნის მასშტაბით. ფაქტია, რომ ქვეყანა ვერ გაუმკლავდება სამედიცინო სისტემის გადატვირთვას.
ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე არ არის რთული იდეალური სიტუაციის გამოყოფა და იმავე მეთოდის გამოყენების ცდა მაინც.
- უფრო მეტი ტესტირება;
- სავალდებულო იზოლაცია;
- სამედიცინო დაწესებულებების მაქსიმალურად მომზადება.
ეს ქვეყნის დონეზე. რაც შეეხება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას:
- დარჩი სახლში
- დაიბანე ხელები ხშირად
- და გადაარჩინე სიცოცხლე
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა

კომენტარები