კორონავირუსის გამო სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები.
"სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ახორციელებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუდმივად იღებენ დამატებითი ინფორმაციას სამსახურებრივი საქმიანობისას გასათვალისწინებელი წესებისა და ჰიგიენის რეკომენდაციების შესახებ", — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მესაზღვრეები პოტენციური დამრღვევის დაკავებისას იმოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით და შესაბამის აღჭურვილობას გამოიყენებენ.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.
19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.
კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:
- დროებით მუშაობას წყვეტს ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობას გააგრძელებნ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, საფოსტო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები;
- 20 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა, რომელსაც მთავრობა კურირებს;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- გაიცა რეკომენდაცია, რომ სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო;
- ამოქმედდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.
ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს
გადახედვა
-
AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით
გადახედვა
-
გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება
-
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
-
Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე
-
მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
გადახედვა
-
ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება
-
"ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება "ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
-
ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
-
მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს
გადახედვა
-
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
-
ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ციხის მსგავსი და ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელია ალექსანდრე დარახველიძე: არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ციხის მსგავსი და ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელია
გადახედვა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას
გადახედვა
-
კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია
გადახედვა
კომენტარები