მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა
ფოტო: Getty
ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის კორუფციისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლას ისევ გააგრძელებს.
სააკაშვილის თქმით, მას სურს, რომ ოდესა ისე განვითარდეს, როგორც ბათუმი განვითარდა და გაიხსენა, რომ ამ უკანასკნელის კორუფციისგან გათავისუფლება ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც თავდაპირველად თბილისის გათავისუფლება შეძლო. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ ოდესაში არსებული კორუფციული სიტუაციის გამოსასწორებლად, თავდაპირველად მდგომარეობა კიევში უნდა გამოსწორდეს:
"ამიტომაც, ამ სიტუაციაში გადავწყვიტე თანამდებობიდან გადავდგე და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო. მე არ დავიღლები და ნუ ექნებათ იმედი, რომ ჩემგან გათავისუფლდებიან. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც მიდის, სანამ შეუძლია და შემდეგ იქამდე, სადამდეც საჭიროა. რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ უკრაინა ამ კორუფციული სიბინძურისგან. მათ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატეს და მათი არსებობის ერთადერთი მოტივაცია ჯიბეების გასქელება, თავიანთი კლანების გაძლიერება და უკრაინის საბოლოოდ გაძარცვა. ვერ ეღირსებით!".
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში სხვადასხვა რაიონულ ხელმძღვანელებს ნეპოტიზმით ნიშნავენ თანამდებობზე. მან განმარტა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მკვლელებისა და ბანდიტების კლანებს უჭერს მხარს:
მან გაიხსენა, რომ როდესაც პოროშენკოსთან ერთად საუბრობდა, რომ ცვლილებები იყო საჭირო, მან უპასუხა, რომ მას იაცენუკი და იანუკოვიჩი უშლიდნენ ხელს:
"ჩვენ დავეხმარეთ მას, გათავისუფლებულიყო იაცენუკისგან. და რით დამთავრდა ეს? იაცენუკის გუნდი ოდნავ ჩაწია პრეზიდენტის გუნდმა და იმავე სქემით განაგრძო ძარცვა, რომლითაც ძარცვავდნენ ისინი. არ ვაპირებ ამის მოთმენას, მე დავიღალე. ასე არავის არასდროს მოვუტყუებივარ".
დღესვე თანამდებობიდან გადადგა ოდესის პოლიციის უფროსი, გია ლორთქიფანიძეც და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ
-
ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან
გადახედვა
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
კომენტარები