მთავრობასა და ლობისტებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ოცნება ენმ-ს კავშირებზე საუბრობს
მთავრობასა და ლობისტებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავს კავშირებზე დაიწყო საუბარი. ეს ყველაფერი დროში დაემთხვა ქართული ოცნების ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების განახლებას, რომელიც გუშინ, 2 თებერვლას გასაჯაროვდა.
მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ლობისტურ კომპანიასთან ბათუ ქუთელია ხელმძღვანელობს. მან ბრიფინგზე შესაბამისი დოკუმენტიც წარმოადგნია. მდინარაძის თქმით, ბათუ ქუთელიას შუამდგომლობა იმის დადასტურებაა, თუ როგორ მივიდა ნაციონალური მოძრაობა "სისტემური დანაშაულიდან" "სისტემურ მანიპულაციამდე".
ნაციონალური მოძრაობა ლობისტებთან კავშირს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტის ხელმომწერი მათი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია არაა.
"ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელსაც ნამდვილად გაფორმებული აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოდგენილია ბატონი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არაა, აქ არის ხელმოწერა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა", — თქვა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძემ ბრიფინგზე ლობისტებთან ქართული ოცნების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ჟურნალისტებს აჩვენა. მისი თქმით, ამ კონტრაქტში არაფერი არ წერია საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, დეოკუპაციაზე და მასში ხელისუფლება ბიუჯეტიდან 2 მილიონ დოლარს იხდის.
ბათუ ქუთელია ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. გუშინ, 2 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა. დოკუმენტი 27 იანვრით თარიღდება და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზეა განთავსებული.
ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.
ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო. ბოლო წერილი პრემიერ-მინისტრს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა გამოუგზავნეს. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მიზეზად სენატორები ბოლოდროინდელ მოვლენებს ასახელებენ, რომლებმაც მათი თქმით, კითხვები გააჩინა საერთო ღირებულებების არსებობაზე.
გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები