მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს
ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
საქართველოს მთავრობა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 9 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ცქიტიშვილი განმარტებით, მთავრობა ახალი პარტნიორის მოძებნას დაიწყებს.
"მრავალჯერ გადავადების მიუხედავად, კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტორის მოზიდვა, კერძოდ საკუთარი კაპიტალის $120 მილიონის შევსება, ასევე, ვერ შეძლო საერთაშორისო ბანკებიდან $400 მილიონის ოდენობის სესხის მოძიება, ასევე ვერ შეასრულა პორტის კომერციულ ოპერატორთან და მშენებელ ორგანიზაციასთან მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება, ასევე არ იქნა კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია $20 მილიონისა და ასევე, სამშენებლო გარანტია $40 მილიონის ოდენობით", — განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან:
"სახელმწიფოს მხრიდან უკვე იქნა ნაპატიები $10 მილიონზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც იქნა გაწეული სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს აქვს დარიცხული კიდევ დამატებითი პირგასამტეხლო, შესაბამისად ამ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი და იურიდიული პროცედურები იქნება დაწყებული. ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა დააბრუნოს სახელმწიფოს მიერ გადაცემული მიწები და ა.შ."
2016 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად დაიწყეს პროექტზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. მთავრობაში აცხადებდნენ, რომ კონსორციუმი თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებდა მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.
კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.
ანაკლიის პორტის და თიბისი ბანკი
ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.
ამ საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკში მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.
21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე.
მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".
შემდგომში უკვე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.
2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. ამასთანავე, ყაზახურ-ჰონკონგური კომპანია Meridian Capital NL B.V.-მა ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ამავე თემაზე:
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები