რას სთავაზობს სახელმწიფო სუიციდური აზრების მქონე ადამიანებს
ფოტო: Stuart Kinlough / Getty
სუიციდური აზრების მქონე ადამიანების დასახმარებლად სპეციალური, 24-საათიანი ცხელი ხაზი საქართველოში არ არსებობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვითაც ქვეყანას სუიციდის პრევენციის გეგმა 2015-2016 წლებში უნდა შეემუშავებინა. რა ეტაპზეა ეს გეგმა და რას მოიცავს კონკრეტულად, ამაზე On.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა "მოუცლელობის" მიზეზით ინტერვიუზე უარი თქვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
საქართველოში მოქმედი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურებები ხშირ შემთხვევაში სამუშაო საათებში მუშაობს, მათ შორის:
- პროექტი ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი (116 111; 2 421 422;) არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს ეკუთვნის და შექმნილია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მათ ნომერზე ყველა დაინტერესებულს შეუძლია სატელეფონო კონსულტაციის მიღება 10-დან 18 საათამდე;
- განათლების სამინისტროს მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიან ცხელი ხაზზე (08 00 00 00 88) ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკვა კონსულტაციის მიღება;
- განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებული ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220 (3335), ასევე, სამუშაო საათებში მუშაობს.
ფსიქოლოგიური დახმარების ასოციაციის "ნდობა", რომელიც სატელეფონო გასაუბრების გზით სუიციდური აზრების მქონე ადამიანებს ეხმარებოდა, 2014 წელს დაფინანსების შეწყევეტის მიზეზით გაუქმდა. ფსიქოლოგი ნანა აღაპაშვილი 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ასოციაციას. იგი On.ge-ს უყვება, რომ ცხელ ხაზზე წელიწადში ხუთი ათასზე მეტი ზარი შედიოდა:
"ყველა ზარის შინაარსი სუიციდური არ იყო, მაგრამ იყო საუბარი გარკვეულ ემოციურ პრობლემეზე. ჩვენ შკალებით ვაფასებდით პიროვნების სუიციდურობას, რა ფიქრები ჰქონდათ. იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც საუბრობდნენ დაგეგმილ სუიციდზე. ცოტა რთული იყო, ტელეფონით არ გვქონდა უკან გადარეკვის საშუალება... ყოფილა შემთხვევა მეორე, მესამე დღეს დაურეკავთ და მადლობა უთქვამთ, რომ აზრი შეიცვალეს".
ნანა აღაპიშვილის თქმით, ცხელ ხაზზე გასაუბრებისას სუიციდალობა მცირდება, ემოციულობა და დეპრესიოლობა მცირდება:
"ამის მტკიცებულებები არსებობს... მთელ მსოფლიოში არსებობს ქსელები. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენი ტელეფონი არ მუშაობდა, გვიკავშირდებოდა ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ისეთ მდგომარეობაში აღმოვძჩნდი უცხოეთში ვრეკავდი ცხელ ხაზზეო. მას საშუალებაც ჰქონდა და ენაც იცოდა, რომ უცხო ენაზე დალაპარაკებოდა კონსულტანტს. ამის ფუფუნება ყველას არ აქვს".
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
კომენტარები