როგორ ჩაიარა ერთკვირიანმა Lunchoba-მ On.ge-ის ოფისში
სულ ცოტა ხნის წინ On.ge-ში გვქონდა შესაძლებლობა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალი ქართული სტარტაპის, Lunchoba-ს სერვისით გვესარგებლა. ეს ციფრული კაფეტერიაა, რომელიც კვირის ყოველ სამუშაო დღეს შენს ლანჩზე იზრუნებს.
სიმართლე გითხრათ, ოფისის გარშემო არსებული საცხობების, მაღაზიებისა და სასადილოების მენიუ უკვე ყველა ჩვენგანმა ზეპირად იცოდა და დიდად კმაყოფილი არავინ იყო, ამიტომ შემოთავაზებამ, რომ ერთი კვირით ახალი საჭმელები გამოგვეცადა, მაშინვე დაგვაინტერესა.
ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღად კვება და დაბალანსებული რაციონის მიღება ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა ცხოვრების დატვირთული სტილი და უამრავი საქმე ამის განხორციელების საშუალებას ხშირად არ გვაძლევს.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ლანჩობა საკმაოდ ახლოდან გავიცანით და ამ სტატიაშიც სწორედ ამაზე მოგიყვებით.
რა არის Lunchoba?
ლანჩობა ონლაინ სასადილოა, მის უკან კი მარტივი იდეა დგას. სტარტაპში ფიქრობენ, რომ ყველა იმსახურებს სახლში მომზადებული საკვებივით გემრიელ, ნოყიერ და ჯანსაღ ლანჩს. სწორედ ეს იყო ის მთავარი მესიჯები, რომლებიც Lunchoba-ს წარმომადგენელმა ჩვენთან შეხვედრისას გააჟღერა. ამ ეტაპზე, როგორც გავიგეთ, სტარტაპი 30-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.
Lunchoba-ს ერთი ცენტრალური სამზარეულო აქვს, სადაც კერძები საგულდაგულოდ მზადდება, შემდეგ კი კურიერს სპეციალური, მიკროტალღურ ღუმელთან თავსებადი ბოქსები დანიშნულების ადგილას მიაქვს.
ყოველდღიური ლანჩების სამართავად და კერძების ასარჩევად კი Lunchoba-ს სასიამოვნო დიზაინის აპლიკაცია აქვს აპლიკაცია შექმნა. წესები და პირობები შემდეგია:
-
10:30-ზე შეკვეთის ფანჯარა იხურება და შენი კერძის მზადება იწყება;
-
კერძი კურიერს წინასწარ შეთანხმებულ დროს მოაქვს და სამზარეულოში დატოვებს;
-
მომდევნო დღის ლანჩის შეთვალიერება და შერჩევა 16:00-დან შეგიძლია;
-
აპლიკაციაში კერძები სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი: მსუყე, ვეგანური, სეზონური, მარტივი და ასე შემდეგ;
-
კერძების ფასები 4-5-დან 10 ლარამდე მერყეობს.
აპლიკაციას სულ რამდენიმე ფუნქცია აქვს და მისი გამოყენება არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული.
ერთი რამ ცხადია, თქვენთვის სასურველი კერძის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. თანაც, მენიუ მუდმივად ახლდება. მთავარი კერძის არჩევის გარდა ისეთი დამატებითი რამეების შეკვეთაც შეგიძლია, როგორებიცაა ჭვიშტარი, ყველი, სალათა ან კომპოტი.
პრეზენტაციის ჩატარების შემდეგ ყველამ ტელეფონები მოვიმარჯვეთ და მომდევნო დღის კერძების თვალიერებას შევუდექით.
ორშაბათი — დღე პირველი
გრილზე შემწვარი ქათმის ფილე და ბოსტნეული
ვაღიაროთ, რომ ვორკაჰოლიკებსაც კი ცოტა მაინც ეზარებათ ორშაბათს სამსახურში მისვლა, გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. თუმცა ეს Lunchoba-ს გამოცდის პირველი დღე იყო და ამ ფაქტმა ორშაბათი შედარებით გაგვიხალისა.
პირველ კერძად გრილზე შემწვარი ქათმის ფილე ავარჩიე, მობრაწული ბოსტნეულით. 14:16-ზე კი მობილურზე შეტყობინებაც მომივიდა იმის შესახებ, რომ ლანჩი უკვე სამზარეულოში იდო. პირველი, რაც მომეწონა, ისაა, რომ თუ შეტყობინება მოგდის, ეს ნიშნავს, რომ ლოდინი დასრულებულია. შენი ბოქსი უკვე სამზარეულოში დევს და გელოდება.
პორცია იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, ქათამი ზუსტად საჭირო დონეზე იყო შემწვარი. შესაძლოა, ეს კერძი არ მოეწონოს მას, ვისაც ბოსტნეული არ უყვარს, თუმცა, ჩემთვის ორშაბათის ლანჩი იდეალური გამოდგა. შემწვარი ფილე და ბოსტნეული, ყოველგვარი ზედმეტი ინგრედიენტების გარეშე.
სამშაბათი — დღე მეორე
პასტა ნაღებით, სოკოთი და ქათმით
სამშაბათს ჩვენს ოფისში ლანჩობას მეორე დღე იყო, ჩემი არჩევანი კი პასტაზე შეჩერდა. ეს ის კერძია, რომელსაც სახლშიც ხშირად ვაკეთებ ხოლმე და გადავწყვიტე შემემოწმებინა, როგორ პასტას გვთავაზობს ლანჩობა.
ნაღების სოუსს მდიდარი არომატი ჰქონდა, ქათამი რბილი იყო, სოკო კი საკმარისი რაოდენობის. სამშაბათს დამატებით ჭვიშტარიც მქონდა შეკვეთილი. განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ ჭვიშტარში როგორც ჩვეულებრივი, ისე შებოლილი ყველიც იყო და ამით სხვა ჭვიშტრებს არ ჰგავდა.
ყველაზე მეტად კომფორტული კონტეინერები მომეწონა, საკმაოდ მყარია და არ იღუნება. თანაც, მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლია გააცხელო ყველაფერი. ასევე, კარგი ის არის, რომ ყველა კერძს მარილი მინიმალური ოდენობით აქვს, საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლია შენით დაამატო, რაც მათთვის, ვისაც მარილიანი კერძები არ უყვარს, ძალიან კარგი ამბავია.
ოთხშაბათი — დღე მესამე
ლობიო მჟავე კომბოსტოსთან და ჭვიშტართან ერთად
უკვე მესამე დღეა, რაც მაღაზიებსა და სასადილოებში აღარ შევსულვართ. მე, მაგალითად, სამსახურშიც უფრო ადრე მოვდივარ, რადგან მაღაზიასთან მანქანის გასაჩერებლად წვალება და შემდეგ ერთი საათის განმავლობაში იმის რჩევა, თუ რა უნდა ვჭამო დღეს, აღარ მჭირდება.
მე ოთხშაბათისთვისაც გრილზე შემწვარი ქათამი და ბოსტნეული ვარჩიე, მენიუს სხვა კერძები კი ჩემმა თანამშრომლებმა გასინჯეს.
ლანჩობა იმედებს არც იმ ადამიანებს გაუცრუებს, ვისაც ტრადიციული ქართული საჭმელი უყვარს. განსაკუთრებული მოწონება ამ მხრივ ლობიომ დაიმსახურა, მჟავესა და ჭვიშტართან ერთად. სანელებლებთან ერთად ლობიო ნიგვზითაც იყო შეკმაზული, რის გამოც კიდევ უფრო გემრიელი იყო. ლობიო - 10/10
ხუთშაბათი — დღე მეოთხე
ქათმის ვრეპი და მობრაწული ბოსტნეული
სანამ ხუთშაბათის კერძის განხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში კვების რეჟიმი მნიშნელოვნად მომიწესრიგდა. მაგალითად, ლანჩობის შემდეგ მხოლოდ ერთხელღა ვჭამდი, თუ ადრე იგივე დროის განმავლობაში ამას რამდენჯერმე ვაკეთებდი.
ასევე, გამიკვირდა, მაგრამ მოტანილი კერძების უმეტესობა თბილი იყო და გაცხელება არ სჭირდებოდა.
რაც შეეხება ვრეპს, სიჯანსაღე აქაც იგრძნობოდა. სტანდარტული მაიონეზი კი არაჟნით დამზადებული სოუსით იყო ჩანაცვლებული, რაც, უფრო გემრიელი თუ არა, ჯანსაღი მაინც ნამდვილად არის.
მექსიკური კარტოფილი სოუსით.
პარასკევი — დღე მეხუთე
პიურე და საქონლის კატლეტი
დღეს ლანჩობის ბოლო დღეა, რა დროსაც მე კატლეტი და პიურე მერგო. აქამდე გამომრჩა აღმენიშნა, რომ კარტოფილის პიურეზე ხმა უფრო ადრე მომივიდა, ვიდრე თვითონ ამ პიურეს ვნახავდი. თანამშრომლები აქებდნენ, ფაფუკი და მსუყეაო, რაც მერე მე თვითონაც დავადასტურე.
ამ 1 კვირის განმავლობაში, ლანჩობას თითქმის არ დაუგვიანა, იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ტექნიკური ხარვეზის გამო კურიერი ჩვენამდე 5-10 წუთით გვიან მოვიდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, აპლიკაციიდან ყველა ჩვენგანმა შეტყობინება მიიღო.
ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ლანჩობას ისე მივეჩვიეთ, რომ რამდენიმე ჩვენგანი მომდევნო დღისთვის ლანჩის შეკვეთას პარასკევს საღამოსაც ცდილობდა, სანამ გაგვახსენდებოდა, რომ მომდევნო დღე შაბათი იყო.
შეფასება:
მენიუ: ★★★★ (4/5)
მენიუ მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადია. კერძები კი ისეა შერჩეული, რომ ის ადამიანების უმეტესობის გემოვნებას ადვილად მოერგება. რაც ყველაზე მეტად დამაკლდა, ჯანსაღი დესერტია: ხილი, თხილეული და ა.შ
სიჯანსაღე: ★★★★★ (5/5)
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ლანჩობა კერძების დამზადებისა და ინგრედიენტების შერჩევისას სიჯანსაღეზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, ასე რომ, სიჯანსაღეში - ყველა ვარსკვლავი.
ნოყიერება: ★★★★★ (5/5)
ამ კომპონენტში ლანჩობა 5 ვარსკვლავს ნამდვილად იმსახურებს. პორციები დიდია და კერძები — ნოყიერი.
კერძების გემო: ★★★★ (4/5)
კერძების უმეტესობა საკმაოდ გემრიელია, თუმცა ამ კრიტერიუმში წინსვლის პოტენციალი მუდამ არსებობს.
ასე რომ, ლანჩობამ სამუშაო დღის არც ისე სასიამოვნო ნაწილი, როცა ზოზინით გავდიოდით დეკემბრის სიცივეში ლანჩების საყიდლად, საინტერესო გახადა.
მენიუს დადება, მერე ერთობლივი ბჭობა კერძების არჩევაზე, კურიერის ლოდინი, კარზე ზარი და სამზარეულოში დაბინავებული ლანჩბოქსების გახსნა - ამ მომენტებმა სამსახურში ლანჩს ის დატვირთვა შესძინა, რომელიც მანამდე არ ჰქონდა და მიუხედავად გემრიელი და ნოყიერი საჭმელებისა, ალბათ, ლანჩობის მთავარი მომხიბვლელობაც სწორედ ამაშია.
-
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
-
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
-
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
-
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
გადახედვა
-
ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
გადახედვა
-
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
გადახედვა
-
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
გადახედვა
-
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
გადახედვა
-
კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა" ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა"
გადახედვა
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი
გადახედვა
-
6 მთავარი დეტალი ჯორჯ მარტინის ინტერვიუდან 6 მთავარი დეტალი ჯორჯ მარტინის ინტერვიუდან
გადახედვა
-
"არა მეფეებს" პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა "არა მეფეებს" პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა
გადახედვა
-
სომხეთის მმართველმა პარტიამ მომავალ არჩევნებზე პრემიერმინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალურად წარადგინა სომხეთის მმართველმა პარტიამ მომავალ არჩევნებზე პრემიერმინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალურად წარადგინა
გადახედვა
-
ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა — მიზეზი ახლაც უცნობია ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა — მიზეზი ახლაც უცნობია
გადახედვა
-
წმინდა ანას ეკლესიაში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს წმინდა ანას ეკლესიაში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიას ეწვია ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიას ეწვია
გადახედვა
-
NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები
გადახედვა
-
მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
კომენტარები