მთავარი არხის ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზების გამო, არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო გაითიშა. მათი თქმით, ამის გამო ახალი ამბების გამოშვების ეთერში გაშვებას ვერ ახერხებენ.

"ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას", — აღნიშნავენ მთავარი არხში.

მთავარი არხის ბოლო საინფორმაციო გამოშვება 15:00 საათზე გავიდა, შემდეგ კი 18:00 საათზე უნდა გასულიყო.