ქალთა კარიერული წინსვლის შეფერხება ერთადერთ შეცდომასაც შეუძლია
ქალების კარიერა, შესაძლოა, ერთმა შეცდომამაც ჩამოანგრიოს, კაცთა მხრიდან დაუდევრობებს ან ცუდ იდეებს კი ნაკლები ყურადღება ექცევა.
ფოტო: Jun Cen
ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ქალთა უმეტესობას კარიერული წინსვლა ჯერ კიდევ უჭირს. ამ პრობლემას საზოგადოება ხშირად განიხილავს, მაგრამ მის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იშვიათად თუ აქცევს ყურადღებას: როგორც ხელმძღვანელობის საკითხების კონსულტანტები და აკადემიური მკვლევრები ამბობენ, სამსახურში ქალებს შეცდომის დაშვების გამო ზედმეტად აკრიტიკებენ ან სჯიან; კაცთა სუსტ მხარეებს კი ხშირად აიგნორებენ.
"თუ ქალები ერთ შეცდომას მაინც დაუშვებენ, მათ კარიერულ წინსვლას ხელი შეეშლება", - ამბობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიური სტრატეგიის საკონსულტაციო კომპანიის, Paradigm-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოელ ემერსონი, - "კაცებს უამრავი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა აქვთ ისე, რომ მათ კარიერას საფრთხე არ დაემუქროს".
ჰარვარდის უნივერსიტეტის 2017 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო მოხსენების მიხედვით, რომელიც მოხუცებულთა სამედიცინო დახმარების სფეროში მომუშავე 9,140 ქირურგის მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა, ოპერაციის დროს ერთი პაციენტის გარდაცვალების შემთხვევებში მიმართვები ქალ — მაგრამ არა კაც — ქირურგებთან 54 პროცენტით ეცემოდა. ამის მსგავსად, ერთი ქალი ქირურგის სიკვდილის გამომწვევი შეცდომის გამო ამ სპეციალობის მქონე სხვა ქალებთან პირადი ექიმების მიერ პაციენტების გადამისამართების რიცხვიც კი შემცირდა. კაცების შემთხვევაში მსგავსი ტენდენცია არ დაფიქსირებულა, რადგან "კაცებს, როგორც ჩანს, ინდივიდუალური მიდგომით განსჯიან", - წერია სტატიაში.
"გენდერი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანთა პროფესიულ საქმიანობას", — ამბობს მკვლევარი ჰეზერ სარსონსი.
ფოტო: Jonathan McHugh
კორპორატიულ სივრცეში ქალების მიერ შესრულებულ სამუშაოს კაცებისაზე მეტად გაკრიტიკების ტენდენციას ექსპერტები ორივე გენდერის წარმომადგენლებში ღრმად ფესვგამდგარ მიდგომას, ორმაგ გზავნილს აბრალებენ. ეს ის ფენომენია, რომლის დროსაც ინდივიდს ორ ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნას უყენებენ. მაგალითად, ქალები, რომლებსაც სტერეოტიპულად ქალურობასთან ასოცირებული თვისება — ვთქვათ, თანამშრომლობის უნარი — ახასითებთ, ძლიერ ლიდერებად არ აღიქმებიან. ამის პარალელურად კი მათ, ვინც თავდაჯერებულობას იჩენს, ქალურობის დაკარგვაში ადანაშაულებენ.
შედეგად, ქალებს ხშირად უწევთ არჩევნის გაკეთება — ისე მოიქცნენ, რომ მოწონება დაიმსახურონ თუ ისე, რომ პროფესიონალებად აღიარონ. იელის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ვიქტორია ბრესკოლის კვლევის მიხედვით, ქალი დირექტორები, რომლებიც, მაგალითად, შეხვედრებზე სხვებზე მეტს საუბრობენ, პოზიციისთვის ნაკლებად შესაფერისებად აღიქმებიან, ვიდრე — მათი ენამჭევრი კაცი კოლეგები. კვლევის მონაწილეებმა ჯერ სტატია წაიკითხეს, სადაც გამოგონილ ატქიურად ან პასიურად მოსაუბრე მმართველებზე ეწერა, შემდეგ კი ამ ადამიანების კომპეტენტურობის შეფასება დაევალათ.
კვების ინდუსტრიაში აღმასრულებელ პოზიციებზე ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ლისა მანი ამბობს, რომ გასული ათი წლის განმავლობაში ის ორმაგი გზავნილის დილემას უამრავჯერ წაწყდომია, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მისი ბიზნესის მიღწვებმა მოლოდინს გადააჭარბა. "მე ნებისმიერი მიდგომის, მკაცრის თუ რბილის, არჩევისთვის მაკრიტიკებდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გამუდმებით ბეწვის ხიდზე გავდიოდი", — იხსენებს მანი.
ფოტო: Jun Cen
მას შემდეგ მალევე, რაც მანმა პირველი აღმასრულებელი თანამდებობა დაიკავა, მისმა ხელმძღვანელმა უთხრა, რომ თანამშრომლებს ზედმეტად თავაზიანად ექცეოდა, რადგან ის პერსონალის შეხვედრებს ამ შეკითხვით ამთავრებდა: "რა შემიძლია გავაკეთო თქვენ დასახმარებლად?" რამდენიმე წლის შემდეგ ის ახლა უკვე სხვა უფროსმა იმის გამო გააკრიტიკა მკაცრად, რომ უფროს მენეჯერებთან სათანადო ყურადღებით არ თანამშრომლობდა. "კაცთა განსხვავებულ მიდგომებს უფრო მარტივად ეგუებიან. ეს გაუცნობიერებლად გამომუშავებული მიკერძოებულობაა", — ამბობს მანი, რომელიც ახლა ბრენდების საკონსულტაციო კომპანიას ფლობს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის პროფესორმა, რობინ ილიმ, მსგავსი ტენდენცია 2016 წლის შემოდგომაზე, ბიოტექნოლოგიური ანალიტიკური ინსტიტუტის სტუმრობისას შეამჩნია. ქალმა მკვლევრებმა მას უთხრეს, რომ გუნდური მუშაობისას მათ იდეებს არ ითვალისწინებდნენ, თუ მოყვანილი არგუმენტის თუნდაც უმცირესი დეტალის ემპირიული მასალით გამყარებას ვერ შეძლებდნენ. "ჩვენ შეცდომების დაშვების გვეშინია, რადგან მათ ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ", - ეს ქალების მთავარი საჩივარი იყო. ამის საპირისპიროდ, კაც მეცნიერებს არასრულყოფილი არგუმენტის მოყვანის შემთხვევაში მათი მთავარი სათქმელის კიდევ ერთხელ ახსნის შესაძლებლობას აძლევდნენ. ამიტომაც ქალი მეცნიერები თავიანთ იდეებს მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქვამდნენ.
აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფი ზოგიერთი ქალი უსამართლო კრიტიკის დაძლევას კომპანიაში მომუშავე გავლენიანი კაცების დახმარებით ახერხებს.
რამდენიმე წლის წინ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს საინვესტიციო ბანკის ქალი ხელმძღვანელი თავისი დამქირავებლის ლოს-ანჯელესის ფილიალის მმართველი გახდა. ფილიალის მოგება გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე დაიწყო ზრუნვა; მაგალითად, ყოველწლიური სადღესასწაულო სადილების გამართვა დააწესა, - გვიყვება ილი. თუმცა მისი უშუალო უფროსის უფროსმა მისი ეს მიდგომა დაიწუნა და ქალი იმაში დაადანაშაულა, რომ გაყიდვების ზრდაზე ფიქრის ნაცვლად კოლეგიალობის გაზრდას უთმობდა ყურადღებას. ქალის თქმით, სხვებისგან ისიც გაიგო, რომ უფროსი ზურგსუკანაც დასცინოდა მის მცდელობას, გაეზარდა თანამშრომლების სამსახურით კმაყოფილების ხარისხი. "მსგავსი რამ ნებისმიერ ქალ თანამშრომელს რომ ექნა, ჩვენს კომპანიაში ვერავის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. კინაღამ, სამსახურიდან წამოვედი", — იხსენებს საინვესტიციო ბანკირი.
ფოტო: Jun Cen
მაგრამ სამსახურის დატოვების ნაცვლად მან კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს და აღმასრულებელი კომიტეტის იმ წევრებს მიმართა, რომლებსაც კარგად იცნობდა. მთლიანად კაცებისგან შემდგარმა კომიტეტმა ბანკირის რეკომენდაცია, დაენიშნათ მრჩეველი მისი უფროსის უფროსისთვის, გაითვალისწინა. კაცს მრჩეველი ბევრ რამეში დაეხმარა. შედეგად, მან საინვესტიციო ბანკირი ახალი სტრატეგიულ-დამგეგმავი კომიტეტის წევრად აირჩია, სადაც მის გარდა კიდევ ერთი ქალი თანამშრომელიც იყო. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ "მე საკუთარი პრინციპებისთვის არ მიღალატია", — ამბობს ბანკირი.
2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმასრულებელი თანამდებობის მქონე ქალებს კარიერული კიბის საწყის საფეხურებზე კაცებზე მეტად აკვირდებოდნენ. კვლევისას საჯარო თუ კერძო კომპანიების 57 ქალი დირექტორი გამოიკითხა. მათი უმეტესობა "ახალი გამოწვევების მოყვარული" აღმოჩნდა, ამბობს კვლევის თანაავტორი, ჯეინ სტივენსონი. ეს ქალები აცნობიერებდნენ, რომ გენდერის გამო მათ უფრო მკაცრად სჯიდნენ, მაგრამ ისინი ამ მიკერძოებული დამოკიდებულების დაძლევაზე იყვნენ ფოკუსირებულები. "ქალების შესანიშნავმა მიღწევებმა მათ მიმართ უსამართლო კრიტიკა ჩაახშო", — ამბობს ის.
მართალია, ქალი ხელმძღვანელებიც არ არიან დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან დაცულები, მაგრამ მათ მოსაგერიებლად ხშირ შემთხვევაში საკმარისი ძალაუფლება და გავლენა აქვთ მოპოვებული. 2013 წელს ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი მმართველი, მელისა დირდალი, ქალთა ჯანდაცვაზე ორიენტირებული სტარტაპის, Ella Health Inc.-ის ხელმძღვანელი გახდა. როგორც თავად გვიყვება, იქ არსებული სამენეჯმენტო გუნდის ერთ-ერთმა კაცმა წევრმა ის ჯანდაცვის სფეროში გამოცდილების არქონის გამო აითვალწუნა და სხვა კომპანიასთან პარტნიორობა მის დაუკითხავად გააფორმა. დირდალმა ის უპატივცემულობის გამოვლენის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
კომენტარები