რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება — ღარიბაშვილი
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / Facebook
ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენები სამარცხვინო და მიუღებელია. მისივე თქმით, ეს მძიმე სანახავი იყო.
"ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!", — წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე.
დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.
გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".
-
ნახეთ: House of Dragon-ის მესამე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: House of Dragon-ის მესამე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა
-
სამეფო კარის თამაშები შექსპირის თეატრში გადაინაცვლებს სამეფო კარის თამაშები შექსპირის თეატრში გადაინაცვლებს
გადახედვა
-
გაიცანით კაცი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდი ცხვირი ჰქონდა — ტომას უედერსის ისტორია გაიცანით კაცი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდი ცხვირი ჰქონდა — ტომას უედერსის ისტორია
გადახედვა
-
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელსაც მასის 99% ბნელი მატერიისგან აქვს — ის თითქმის უხილავია აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელსაც მასის 99% ბნელი მატერიისგან აქვს — ის თითქმის უხილავია
გადახედვა
-
კოგნიტიური ილუზია — რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის მსგავსად ფიქრი კოგნიტიური ილუზია — რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის მსგავსად ფიქრი
გადახედვა
-
დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის
-
დონალდ ტუსკმა პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა დონალდ ტუსკმა პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
მეფე ჩარლზ III: კანონი უნდა აღსრულდეს მეფე ჩარლზ III: კანონი უნდა აღსრულდეს
გადახედვა
-
ჩემს ქვეყანას ვეღარ ვცნობ — ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა აშშ დატოვოს ჩემს ქვეყანას ვეღარ ვცნობ — ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა აშშ დატოვოს
გადახედვა
-
იტალიაში 22 წლის ქართველი დააკავეს იტალიაში 22 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" დამოუკიდებელ პოლიტიკურ პოზიციონირებას გააგრძელებს "ძლიერი საქართველო — ლელო" დამოუკიდებელ პოლიტიკურ პოზიციონირებას გააგრძელებს
გადახედვა
-
გაიცანით ქვიშის კატა, რომელიც ძაღლივით ყეფს — რა ვიცით ამ პაწაწინა არსებაზე გაიცანით ქვიშის კატა, რომელიც ძაღლივით ყეფს — რა ვიცით ამ პაწაწინა არსებაზე
გადახედვა
-
ღრძილების ანთება — რა არის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ღრძილების ანთება — რა არის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
-
დააკავეს ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი
გადახედვა
-
BBC: ჯეფრი ეპშტეინის ფაილების ფიგურანტი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს BBC: ჯეფრი ეპშტეინის ფაილების ფიგურანტი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
გადახედვა
-
ნახეთ: ნეტფლიქსმა ფამუქის უმანკოების მუზეუმი სერიალად გადაიღო (ტრეილერი) ნახეთ: ნეტფლიქსმა ფამუქის უმანკოების მუზეუმი სერიალად გადაიღო (ტრეილერი)
-
არჩილ გორდულაძე: " ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა" არჩილ გორდულაძე: " ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა"
გადახედვა
-
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნამახვანჰესის დავაზე საერთაშორისო არბიტრაჟის განჩინება აღიარა პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნამახვანჰესის დავაზე საერთაშორისო არბიტრაჟის განჩინება აღიარა
გადახედვა
-
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
ზენდეია და ტომ ჰოლანდი რობერტ პატინსონს განსხვავებულად აღიქვამენ ზენდეია და ტომ ჰოლანდი რობერტ პატინსონს განსხვავებულად აღიქვამენ
გადახედვა
-
მთვარის ზომა მცირდება — ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მთვარის ზომა მცირდება — ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
გადახედვა
კომენტარები