ნუ მოვახდენთ ადამიანის სტიგმატირებას, სანამ დანაშაული ჩადენილი არაა — მარგველაშვილი ვასაძეზე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე ისაუბრა. გადაცემა პოლიტმეტრში მან აღნიშნა, რომ ამ დღეებში ვასაძის დემონიზების მცდელობა იყო.
მარგველაშვილმა თქვა, რომ 40 წელია ვასაძეს იცნობს და ამტკიცებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ვასაძეს არავინ დაუჩაგრავს. მანვე აღნიშნა, რომ ადამიანის სტიგმატირება არ უნდა მოვახდინოთ იქამდე, სანამ დანაშაული არ მოხდება.
"თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ [მე და ლევან ვასაძე] განსხვავებულ პოზიციებზე ვართ. ჩემთვის ლგბტქ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია. მეორე მხრივ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას და კოშმარულ სახელებს დავარქმევთ და ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით და მეორენი გავაკეთებ ლიბერალიზმის სახელით ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზაა. მე არ მინახავს არც ერთ ამ შემთხვევაში კრიმინალის ნიშნები და ნუ დავარქმევთ ამას კრიმინალს იქამდე, სანამ ეს კრიმინალი არ არის", — აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია სიძულვილი და ამავე დროს მისთვის მიუღებელია სიძულვილის გამო ადამიანების სისხლისსამართლებრივი დევნა. მისივე თქმით, როგორც კი ფიზიკური აგრესია გაჩნდა პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებია დაგეგმილი. მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი და "ღირსების მარში". თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღირსების მარში 23 ივნისს გაიმართება, თუმცა ამ ეტაპისთვის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროვებული არ არის.
თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები და ძალადობრივი მოწოდებები
თბილისი პრაიდს ჩაშლითა და აქტივისტებს დარბევით, სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი, მათ შორის, ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ქართული მარში ემუქრება.
პრაიდმა უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მოლაპარაკებების დასასრულს საორგანიზაციო ჯგუფმა განაცხადა, რომ შსს-მ მათ დახურული სივრცე შესთავაზა ღირსების მარშისთვის, რასაც არ დათანხმდნენ. სამართალდამცავი უწყება ამბობდა, რომ სხვაგან მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ ოფიციალური განცხადებით მოსთხოვა მთავრობას, რომ არ დაუშვან თბილისი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გასაპროტესტებლად და სახელმწიფოსგან პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით, პრაიდის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის სახლთან აქცია დაგეგმეს, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა კანცელარიასთან არ მიუშვეს. პროტესტმა კანცელარიის კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
შედეგად პოლიციამ 28 პირი დააკავა, თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფი კი შსს-თან მოლაპარაკებებზე დაბრუნდა.
აქციისა და კონტრაქციის მეორე დღეს ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ძალადობრივი განცხადებით, მხარდამჭერებს მოუწოდა ერთად იბრძოლონ პრაიდის წინააღმდეგ. ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეხვედრაზე" მან სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა. აქციის შემდეგ მოხალისეები, მათ შორის დეპუტატი ემზარ კვიციანი ჩაეწერენ რაზმში, რომელიც მიზნად პოლიციის კორდონების გარღვევას, სამმართველოებიდან მხარდამჭერების ძალით გამოყვანას, ლგბტ პირების ყურის აწევას, ხელების ქამრით შეკვრას, კომბლით გალახვას და სხვა სახის ძალადობებს ისახავდა მიზნად. ვასაძის თქმით, ლეგიონი პატრულირებას პრაიდის კვირეულში დაიწყებდა.
პრაიდმა ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ, სახალხო დამცველმა მოუწოდეს შსს-ს ძალადობრივ განცხადებებზე რეაგირება ჰქონოდა. აქციიდან მეორე დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო უკანონო დაჯგუფების შექმნის მუხლით.
პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფისა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, უწყებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარდეს, რადგან უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, შსს აცხადებდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე.
შეხვედრის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფს არ დაუფიქსირებია ოფიციალური პოზიცია, გადაიფიქრა თუ არა თბილისი პრაიდის ჩატარება. ამის ფონზე ლევან ვასაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ შსს-ს "სიტყვაზე ენდო" და პატრულირება გააუქმა. მაგრამ მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეგიონი რჩებოდა და თუ ღირსების მარში ჩატარდებოდა აუცილებლად გამოვიდოდნენ გარეთ.
18 ივნისს ვასაძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პრაიდის ჩატარების შესახებ, ამიტომ მხარდამჭერებს ისევ სრული მობილიზებისაკენ მოუწოდა. ის ისევ დაიმუქრა, რომ თუ პოლიცია დააყენებს კორდონს, მას გაარღვევენ და თუ ლგბტ პირები "ხელს შეუშლიან წესრიგის დამყარებაში", მაშინ "კომბლებით დაიცავენ თავს".
ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ლგბტ თემის პრობლემები გაზვიადებული და თავსმოხვეულია. მისი მტკიცებით, საქართველოში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ადამიანის უფლებები, რადგან მისივე თქმით, ეს უფლებები დაცულია.
გაიგეთ მეტი:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები