ძალიან მოკლე შესავალი — ოქსფორდის სერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან
ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
თანამედროვე სამყაროში უამრავი სიახლე ელვის სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს, ადამიანი კი მუდმივად ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია, დრო გამონახო და დეტალურად შეისწავლო ყველა ის საკითხი, რომლებიც გაინტერესებს. სწორედ ამის გათვალისწინებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 1995 წელს დაიწყო სერია "ძალიან მოკლე შესავალი", რომელიც დღეს უკვე 600-ზე მეტ წიგნს აერთიანებს.
მსოფლიო მნიშვნელობის ეს გამორჩეული პროექტი უნივერსალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს, უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. მისი მიზანი გამართლდა კიდეც — სერია უკვე 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მრავალ ქვეყანაში მილიონობით ტირაჟით გაიყიდა.
სერიის თითოეული წიგნი კომპეტენტური მეცნიერების მიერ მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ და ამომწურავად დაწერილი შესავალია კონკრეტულ თემაზე, რომლის შესახებაც შეიძლება არასრული ან არაზუსტი ცოდნა გვქონდეს. წიგნები მცირე მოცულობისაა, სულ რაღაც 35 000 სიტყვა და ფორმატითაც პატარაა. ეს ე.წ. ჯიბის წიგნები, საშუალებას აძლევს მკითხველს, წიგნი მუდამ თან იქონიოს.
სერიის წიგნები გამოადგება როგორც მკვლევრებს, ლექტორებსა და სტუდენტებს, ისე კონკრეტული თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ოქსფორდის გამომცემლობის სერიის წიგნების ქართულ თარგმანს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პირველად წარადგენს. ამ ეტაპზე გამომცემლობა ხუთი დასახელების წიგნს გვთავაზობს. ესენია: ფილოსოფია, ლოგიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და პოლიტიკა. თითოეული წიგნს მთარგმნელთან ერთად ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტებიდან შერჩეული სამეცნიერო რედაქტორიც, რაც თარგმანის ხარისხსა სანდოობაზე მეტყველებს. უახლოეს მომავალში სერიას კიდევ ოთხი დასახელება შეემატება: ეგზისტენციალიზმი, ქრისტიანობა, ევროკავშირი, ეკონომიკა და სამართალი.
ფილოსოფია — ედუარდ კრეგი
მთარგმნელი: ანინა ტეფნაძე
სამეცნიერო რედაქტორი: მაკა ლაშხია
როგორ უნდა ვიცხოვროთ? რა არსებობს? როგორ შეგვიძლია, რამე ვიცოდეთ? ეს ცოცხალი და საინტერესო წიგნი იდეალური გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რას ემსახურება ფილოსოფია. ედვარდ კრეიგი ამტკიცებს, რომ ფილოსოფია უცხო პლანეტიდან არ მოსულა: მისი სწავლა მხოლოდ იმის განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება, რაც ისედაც ვიცით. იგი გვიჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ ინტელექტუალების გასართობი როდია: პლატონის, ბუდისტი მწერლების, დეკარტის, ჰობსის, იუმის, ჰეგელის, დარვინის, მილისა და სიმონ დე ბოვუარის მსგავსი მოაზროვნეები რეალურ საჭიროებებსა და მოვლენებს პასუხობენ - მათი ნააზრევი ჩვენს ცხოვრებას ახლაც ცვლის და დღესაც გვაწუხებს საკითხები, მათ რომ აღელვებდათ.
ედუარდ კრეიგი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ჩერჩილის კოლეჯის საბჭოს წევრია. მას ხშირად იწვევენ ჰამბურგის, ჰაიდელბერგისა და მელბურნის უნივერსიტეტებში. ის რაუთლეჯის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორია.
ლოგიკა — გრემ პრისტი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
სამეცნიერო რედაქტორი: თამარ ცხადაძე
ლოგიკა შეიძლება განყენებულ ან რეალობისგან მოწყვეტილ მეცნიერებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. საგნის ფილოსოფიური საფუძვლების კვლევით გრემ პრისტი გვიჩვენებს, თანამედროვე ფილოსოფიის რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია ფორმალური ლოგიკის ფორმები; იგი ეხება სხვადასხვა პრობლემას, ღვთის არსებობითა და დროის რეალურობით დაწყებული, ალბათობისა და გადაწყვეტილების მიღების თეორიის პარადოქსებით დამთავრებული. გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული.
გრემ პრისტი ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ცენტრის ფილოსოფიის პროფესორი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორია. ცნობილია არაკლასიკური, განსაკუთრებით დიალეთეიზმთან დაკავშირებული ლოგიკის, ფილოსოფიის ისტორიისა და ბუდისტური ფილოსოფიის თემაზე დაწერილი ნაშრომებით. მას ეკუთვნის ასევე წიგნები "აზროვნების ზღვარს მიღმა", "შეუსაბამობა", "ერთი" და "არარსებობისკენ".
ფსიქოლოგია — ჯილიან ბატლერი, ფრედა მაკმანუსი
მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
სამეცნიერო რედაქტორი: ზურაბ მხეიძე
კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. "ძალიან მოკლე შესავალში" ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. გარდა ამისა, აქ გაეცნობით მოზარდთა აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
სოციოლოგია — სტივ ბრიუსი
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
სამეცნიერო რედაქტორი: რატი შუბლაძე
სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს "ძალიან მოკლე შესავალი" გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი.
სტივ ბრიუსი საერთაშორისოდ აღიარებული რელიგიის სოციოლოგია. 1978-1991 წლებში ასწავლიდა ქუინსის უნივერსიტეტში, ბელფასტში. 2001 წლიდან აბერდინის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორია. 2003 წელს ბრიტანეთის აკადემიის, 2005 წელს კი ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. სტივ ბრიუსი რამდენიმე წიგნის ავტორია.
პოლიტიკა — კენეთ მინოუგი
მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი
სამეცნიერო რედაქტორი: რატი შუბლაძე
"ძალიან მოკლე შესავლის" ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.
კენეთ მინოუგი 1984-1995 წლებში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში პოლიტოლოგიის პროფესორი იყო; გარდა ამისა, 1983-2009 წლებში ხელმძღვანელობდა პოლიტიკური კვლევების ცენტრს. მას ეკუთვნის მრავალი აკადემიური სტატია პოლიტიკის თეორიის სხვადასხვა საკითხზე და არაერთი წიგნი.
ოქსფორდის გამომცემლობის სერიის წიგნების შეძენა 30 მაისს - 2 ივნისს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, მე-11 პავილიონში, ბაკურ სულაკაურის გამოცემლობის სტენთან შეგეძლებათ.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა





კომენტარები