500-ზე მეტი პენსიონერი მასწავლებელი გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმებასა და კომპენსაციას ითხოვს
ფოტო: Stock
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, ცხელ ხაზზე 500-ზე მეტი პრაქტიკოსი პენსიონერის ზარი შევიდა. ისინი უარს ამბობენ კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებში მონაწილეობაზე და სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ 2 წლის კომპენსაციას მოითხოვენ.
სოფო გორგოძემ განმარტა, რომ რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი.
"გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ", — განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისი თქმით, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ ახერხებს რეგისტრაციის გაუქმებას.
"თხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას", — განაცხადა გორგოძემ.
გორგოძის თქმით, ჯილდოს რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება.
"ამის შესახებ სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართონ და ცალკე რეგისტრაცია გაიარონ. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა", — განაცხადა გორგოძემ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა უფასოა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპეტენციის დასადასტურებლად პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია გამოაცხადა.
სამინისტროს შეთავაზებით, იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც არ აქვთ სურვილი მინიმალური კომპეტენცია დაადასტურონ, ან გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარეს, სკოლიდან წასვლის საპირწონედ კომპენსაცია მიეცემათ. აღნიშნულ კომპენსაციად ორი წლის ჯამური ხელფასი განისაზღვრა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
უფრო კონკრეტულად, პრაქტიკოს საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სურვილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან თანხის მოთხოვნა სამ შემთხვევაში შეუძლიათ:
- თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, რის შესახებაც 2019 წლის მაისამდე უნდა განაცხადოს;
- თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე უნდა აცნობოს;
- თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ ადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს, აიმაღლოს სტატუსი. პრივილეგიით სარგებლობის შესახებ ასეთმა მასწავლებელმა სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე უნდა აცნობოს.
სახელმწიფო თანხის გაცემას 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. თუ მასწავლებელი პენსიონერი არაა, მაგრამ პრაქტიკოსია და კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარა, მას სახელმწიფოსგან 2 წლის ხელფასის ჯამური ოდენობის მოთხოვნის უფლება არ აქვს. ის ამ შემთხვევაში სკოლიდან მიდის, ან სკოლა თავად წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე, გაუფორმოს თუ არა მას, დროებითი მოკლევადიანი ხელშეკრულება.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები