ოფისში არყოფნის ბედნიერება
არის დღეები, როდესაც ბევრი სამუშაო ნამდვილად არ გაქვთ და როგორც კი საათი 5-ს გადასცდება, თქვენს მაგიდასთან ჯდომას დიდი აზრი აღარ აქვს
ფოტო: Shutterstock
სტატია მოამზადა ბიზნეს კომუნიკაციის სივრცემ
რონალდ რეიგანი აღნიშნავდა, რომ "მართალია მძიმე შრომას არავინ მოუკლავს, მაგრამ მაინც, რატომ ვრისკავთ?". გარკვეულ ზღვარს იქით, ზედმეტი მუშაობა თვითდამარცხების მცდელობად გამოიყურება. კვლევებით დგინდება, რომ კვირაში 50 საათს მუშაობის შემდეგ, თანამშრომელთა პროდუქტიულობა დრამატულად ეცემა.
მაგრამ ეს ხელმძღვანელებს ხელს არ უშლის, თანამშრომლებს სამუშაო მაგიდებთან მიჯაჭვული მუშაობა მოსთხოვონ. სისხლის ლაბორატორია ტერასონში, ლაბორატორიის დამფუძნებელ ელიზაბეტ ჰოლმსის პარტნიორს, სანი ბალვანს, თანამშრომელთა სამუშაო საათებზე გართულება სჭირდა. საღამოს 19:30 საათზე ის ჩამოვლას იწყებდა საინჟინრო განყოფილებაში და ამოწმებდა, ისხდნენ თუ არა თანამშრომლები საკუთარ მაგიდებთან. მთელი ეს დრო კი საბოლოოდ დაკარგულად ჩაითვალა, როდესაც კომპანია დაიხურა (ჰოლმსი და ბოლვინი თაღლითობის ბრალდებით პასუხისგებაში არიან მიცემულნი).
ჩინური ელექტრონული კომერციის ჯგუფის, ალიბაბას დამაარსებელმა ჯეკ მამ, ცოტა ხნის წინ "996" მოდელს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით თანამშრომლები მუშაობენ ცხრიდან ექვს საათამდე, კვირაში ექვსი დღის მანძილზე და ეს "ნამდვილი წყალობაა". სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ბატონი მას განცხადებით, დამსაქმებლებმა ასეთი განრიგი სავალდებულო არ უნდა გახადონ. თუმცა მიუხედავად ამისა, პრეზენტიზმი ანუ სამსახურში ყოფნა და სამუშაო მაგიდასთან ჯდომა თანამედროვე საოფისე საქმიანობის ნამდვილი წყევლაა.
არის დღეები, როდესაც ბევრი სამუშაო ნამდვილად არ გაქვთ, ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ სხვა განყოფილებიდან ან სხვა კომპანიიდან ელით პასუხს თქვენს მოთხოვნაზე. და როგორც კი საათი 5-ს გადასცდება, თქვენს მაგიდასთან ჯდომას დიდი აზრი აღარ აქვს. მაგრამ თქვენ ხედავთ ხელმძღვანელს და ისიც გხედავთ თქვენ. ამიტომ თქვენ ყველა ღონეს ხმარობთ, რომ დაკავებულად წარმოაჩინოთ თავი.
ამ ქმედებაში გარკვეული წილი შეიძლება თვითცენზურასაც ეკავოს. თუ თქვენს ხელმძღვანელს მის დაქვემდებარებაში მყოფებზე ადრე არ უნდა სახლში წასვლა და თქვენ არ მიდიხართ სახლში თქვენი ხელმძღვანელის წასვლამდე, მაშინ გარკვეულ წრეზე ტრიალებთ. თანამშრომლებს შეიძლება ჰქონდეთ იმის შიში, რომ მათ ხელფასი არ გაეზრდებათ ან ისინი ვერ დაწინაურდებიან, თუ ხელმძღვანელობა ვერ ხედავს, რომ ისინი სამსახურში დიდ ძალისხმევას დებენ. ეს უკანასკნელი კი, ხშირად, სამსახურში გატარებულ საათებში ერევათ. მენეჯერები, რომლებსაც ძალა არ შესწევთ, მათი თანამშრომლების უნარები სათანადოდ შეაფასონ, ხშირად, სამსახურში გატარებულ დროს, თანამშრომლის შეფასების წინაპირობად იყენებენ.
ამ ყოველივეს შედეგი კი ხშირად ფუჭი მცდელობა და გაცდენილი დროა. საბჭოთა პერიოდის ხუმრობა რომ გამოვიყენოთ, "ჩვენ თავს ვაჩვენებთ რომ ვმუშაობთ, ხელმძღვანელობა კი თავს გვაჩვენებს, რომ მათ ამის სჯერათ". რეალურად მუშაობის მაგივრად, თქვენ შეგიძლიათ თავი მოაჩვენოთ თქვენს ხელმძღვანელს, რომ მუშაობთ. პიჯაკის სკამზე დატოვება, აქეთ-იქით ბლოკნოტით ვითომ საქმიანი სიარული, უაზრო დროს მეილების გაგზავნა - ამ მოჩვენების სამი ყველაზე ცნობილი ხრიკია. რაღაც დროის შემდეგ, შეიძლება კოლექტიური თვითილუზიაც კი გახდეს, რომ ეს მოჩვენებითობა რეალურად საქმის კეთებაა.
თუმცა, პრეზენტიზმს უფრო სერიოზული შედეგები აქვს. ეს ძირითადად იაპონიაში იგრძნობა, სადაც ადამიანები მაშინაც კი დადიან სამსახურში, როდესაც ისინი თავს კარგად ვერ გრძნობენ. ამით კი, მათ არც საკუთარ თავისთვის მოაქვთ სარგებელი და არც დამსაქმებლისთვის.
პროდუქტიულობის დაქვეითებასთან ერთად, ასეთმა საქციელმა დამსაქმებელს სამედიცინო ხარჯებიც შეიძლება გაუზარდოს. ჟურნალ Occupation and Environmental Medicine-ის მიხედვით, ასეთი ხარჯები შეიძლება 6-ჯერ აღემატებოდეს დამსაქმებლის სამსახურში არმოსვლის ხარჯს. ერთი მაგალითის მიხედვით, რომელიც British Medical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია მოხსენებული, წელის ტკივილის შემთხვევაში, იაპონელები სამჯერ უფრო მეტი ალბათობით მივლენ სამსახურში, ვიდრე ბრიტანელები. შედეგად კი, ამ თანამშრომლებს უფრო მეტი ტკივილი ექნებათ, რომელიც შესაძლოა დეპრესიაში გადაიზარდოს. რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, ვიდრე სამსახურში ყოფნაა, როდესაც ტკივილი გტანჯავს?
მიუხედავად ამისა, დამსაქმებელს მაინც აქვს უფლება, რომ ოფისში მოსვლა მოგთხოვოთ. რაღაც დროს დადგება შეხვედრის აუცილებლობა. თანამშრომლებთან პირისპირ ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის შეგრძნების მატარებელია, რაც ასევე განაპირობებს იდეების გაცვლა-გამოცვლას და თანამშრომელთა შორის საერთო საჭიროებების უკეთ აღქმას.
კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, პრეზენტიზმი ბოლო პერიოდის ფენომენია. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ფერმებსა თუ სახელოსნოებში ატარებდა დროს და თანხასაც საკუთარი შექმნილი პროდუქტის საპირწონედ იღებდა. ქარხნები გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი მანქანები უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე შინაურული მეურნეობის მეთოდი და მხოლოდ დიდი თანხის მქონე დამსაქმებელს შეეძლო მუშახელის დასაქმება. აღმოჩნდა, რომ მუშებს ხელფასს უხდიდნენ არა მათ მიერ შექმნილი პროდუქტის, არამედ იმ დროის გამო, რომელსაც ისინი სამსახურში ატარებდნენ.
თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა სმარტფონი და ლეპტოპი, მოძრავია. მათი გამოყენება როგორც სახლის, ასევე ოფისის პირობებშია შესაძლებელი. ოფისის ციხედ გარდაქმნა, სადაც მსჯავრდებულებს უფლება აქვთ სახლში მხოლოდ საღამოს წავიდნენ, კრეატიულობას არ არგებს, რაც უფრო და უფრო ხშირად არის საჭირო ოფისის პირობებში. განსაკუთრებით კი ისეთ სიტუაციებში, სადაც რუტინული საქმიანობა ავტომატიზებული ხდება. პროდუქტიულობისათვის თქვენ გონება გჭირდებათ და არა სადმე ფიზიკურად ყოფნა.
ამავე თემაზე:
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები