ბანგლადეში ამბობს, რომ დევნილ როჰინჯებს აღარ მიიღებს
ფოტო: Nyein Chan Naing / EPA
ბანგლადეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ მიანმარიდან დევნილ როჰინჯ მუსლიმებს აღარ მიიღებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა როჰინჯებისთვის საზღვრების ჩაკეტვით იმუქრება.
ამჟამად ბანგლადეშის ბანაკებში მილიონზე მეტი როჰინჯი აფარებს თავს, მათგან 700 ათასმა მიანმარი ბოლო ორი წლის განმავლობაში დატოვა. 2018 წელს მიანმარი და ბანგლადეში როჰინჯების რეპატრიაცეზე შეთანხმდნენ. ბანგლადეშმა განაცხადა, რომ ყველა როჰინჯს მიანმარში მომავალი ორი წლის განმავლობაში დააბრუნებდა, ამავე დროს, მიანმარი კვირაში 1 500 როჰინჯს მიიღებდა.
28 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლტოლვილებს ვეღარ მიირებს.
"მიანმარში არეულობის გამო არც ერთმა როჰინჯმა დაბრუნება არ ისურვა", — განაცხადა მან.
გაეროში მიანმარის ელჩმა კი აღნიშნა, რომ რეპატრიაცია რთული პროცესია და მოთმინებაა საჭირო.
როჰინჯი მუსლიმები
2017 წლის აგვისტოში მიანმარში, რაკჰაინის რეგიონში როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები განახლდა, რის შედეგადაც 25 ათასი როჰინჯი დაიღუპა, ხოლო 700 ათასი ბანგლადეშში გაიქცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის საქმის წინასწარი მოკვლევა დაიწყო. ამას შესაძლოა, მოჰყვეს გამოძიება სამხედრო დანაშაულის. გაერომ სამხედროების მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად შეაფასა.
2018 წლის აგვისტოში მიანმარის ხელისუფლებამ უარყო გაეროს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია გენოციდში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დასჯას ითხოვდა. არმია როჰინჯების კრიზისში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მიანმარი რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია იქ ვერ გავრცელდება. თუმცა ბანგლადეში, რომელიც როჰინჯების თავშესაფრად იქცა, სტატუტის ხელმომწერია, ამიტომაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს მოქმედების უფლება.
ამავე თემაზე:
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები