ლევან გოგიჩაიშვილი

19 Feb. 2019, 14:21

რაც მაშფოთებს არის ის, რომ მუდმივად არავინ არ გვეთანხმება ამ კანონპროექტებში. ეს უკვე რაღაცნაირ ფორმას იღებს. მესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმების საკმარისი რაოდენობა შევკრიბოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ხომ შეიძლება ისე წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

ასე სულ სიარული, სიჯიუტე, არავის გათვალისწინება, მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი, რომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პრინციპში სწორია, მაგრამ ჩვენს გარდა ამას მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგანაც. მარტო ტექნიკური მხარე ხომ არაა, 50 კაცმა ხმა მისცეს. იქნებ ცოტა მეტი დრო დავუთმოთ იმ ხალხს, მოვუსმინოთ, თუ არ გვინდა განსხვავებული აზრის მოსმენა, მესმის, არ არის ხანდახან ადამიანისთვის ეს სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ ხომ გვევალება, მთავრობას ევალება.

ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უშიშროების საბჭოს შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ