საინფორმაციო გადაცემები ოცნების მიმართ მიკერძოებულია — GPB-ს სამეურვეო საბჭოს დაქირავებული ექსპერტები
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ბლოკის გადაცემები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული და ტენდენციურია. ასეთია არხის სამეურევეო საბჭოს მიერ დაქირავებული ხუთი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის, თორნიკე შარაშენიძის, ნანა სუმბაძის, არჩილ გეგეშიძისა და გრიგოლ გეგელიას აზრი.
"ექსპერტების შეფასებით ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, ბალანსის დარღვევით მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მწვავე კითხვების ნაკლებობით, ხელისუფლებისთვის უსიამოვნო თემების უკანა პლანზე გადატანით, სტუმრების შერჩევით, შეფასებითი მსჯელობებით", — აღნიშნულია კვლევის შეჯამებაში.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე კვლევასთან დაკავშირებით ვკითხულობთ, მოწვეულ ექსპერტთა მოსაზრება ემთხვევა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის წინასწარ დასკვნასა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ანგარიშში გამოთმულ შენიშვნებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს გადაცემა 42-ე პარალელი და რეალური სივრცე. კვლევის მიხედვით, 42-ე პარალელი საინტერესო და ინფორმატიული გადაცემაა და კვალიფიციურ ანალიზს სთავაზობს მაყურებელს საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ თემებზე. რეალური სივრცე შეფასდა როგორც დაბალანსებული გადაცემა საინტერესო და აქტუალურ თემებზე და აღინიშნა მისი წამყვანის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი.
რეკომენდაციების მიხედვით, რეალური სივრცე, რომელიც კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს პასუხობს, არაპრაიმტაიმში (შაბათი 18:30) გასვლით მაყურებელს კარგავს და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველაზე აქტიურ დროს, 20 საათიდან უნდა განთავსდეს.
"18:30 საათზე განთავსება ამ გადაცემას აკარგვინებს აუდიტორიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაყურებელს ართმევს ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე მსჯელობის მოსმენის შანსს. ამრიგად, სამეურვეო საბჭო რეკომენდაციას უწევს ამ გადაცემის გაშვებას საღამოს უფრო გვიან საათებში", — ვკითხულობთ რეკომენდაციებში.
ზოგადი რეკომენდაციები
- ამაღლდეს ჟურნალისტების და წამყვანების კვალიფიკაცია პროფესიულ სტანდარტებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას, როგორებიცაა მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ბალანსი, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, სიზუსტე, სამართლიანობა;
- ჩატარდეს ტრენინგი არჩევნების გაშუქებაში;
- დაწესდეს რეგულარული მონიტორინგი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე. ამ მონიტორინგის ფარგლებში რეგულარულად მოხდეს გასული სიუჟეტების და გადაცემების, ასევე ვებზე გამოქვეყნებული მასალის კრიტიკული შეფასება; სტანდარტების დარღვევის შემთხვევების განხილვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მთელ პერსონალთან; სტანდარტების დამრღვევ ჟურნალისტებთან და წამყვანებთან დარღვევების გამოსწორებაზე მუშაობა (ტრენინგების მოკლე კურსის ჩატარების ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენების მეშვეობით);
- მონიტორინგის ფუნქციის შესასრულებლად გამოიყოს შესაბამისი კომპეტენციის, სულ ცოტა, ერთი ადამიანი;
- შემუშავდეს ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების/პროფესიული განვითარების კონცეფცია და ამ განვითარების მონიტორინგის და შეფასების პროცედურა;
- ჩატარდეს ტრენინგი შშმ პირების და სხვა დაუცველი ჯგუფების გაშუქების, გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
მოამბე
- გაუმჯობესდეს გადაცემის ხარისხი ექსკლუზიური თემების მოძიების და საკითხების უფრო სიღრმისეული გაშუქების გზით;
- გადაიხედოს თემების/სიუჟეტების პრიორიტეტულობის და რიგითობის განსაზღვრის პრინციპი;
- მომზადდეს სიუჟეტები საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების, წარმატებების შესახებ;
- მომზადდეს სიუჟეტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭირბოროტო თემებზე.
ახალი კვირა
- გადაიხედოს თემების შერჩევის პრინციპი და კრიტერიუმი. უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებისთვის აქტუალურ, საინტერესო და სასარგებლო თემებს, სიახლეებს;
- უზრუნველყოფილი იქნეს აქტუალური თემების განგრძობადობა; მოხდეს გადაცემებში წამოჭრილ განსაკუთრებით მწვავე და აქტუალურ თემებზე თვალყურის მიდევნება და მომდევნო გადაცემებში გაშუქება თუ რა შეიცვალა, რა რეაგირება მოხდა და ა.შ;
- შესთავაზოს მაყურებელს თემების სიღრმისეული ანალიზი.
ტოქშოუები
- წამყვანებმა საფუძვლიანად შეისწავლონ თემები, რომლებზეც გადაცემებს ამზადებენ;
- თავიდან იქნეს აცილებული თემების დუბლირება ტოქშოუებში;
- წამყვანებმა დაიცვან ნეიტრალურობა და სამართლიანობის პრინციპი მოწვეულ სტუმრებთან;
- უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა;
- წამყვანებმა უზრუნველყონ დროის სათანადო გადანაწილება და მართვა, რათა შესაძლებელი იყოს თემის ამომწურავად განხილვა;
- წამყვანებმა ოპონირება გაუწიონ მოწვეულ სტუმრებს ჩაღრმავებული და კრიტიკული კითხვები.
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
კომენტარები