დავოსში პაშინიანისა და ალიევის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა
ფოტო: Prime Minister of Armenia
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სომხეთის პრემიერ ნიკოლ პაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ აზრი, მოლაპარაკებების პროცესში არსებულ მიმდინარე სიტუაციაზე და შემდგომ დისკუსიებზე. შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა", — წერს ფაშინიანი.
შეხვედრის სხვა დეტალებზე ინფორმაციას არცერთი მხარე არ ავრცელებს. ვიდეოს რადიო თავისუფლების ერევნის ბიურო ავრცელებს:
მანამდე, დეკემბერის თვეში ალიევი და პაშინიანი სანკტ-პეტერბურგში შეხვედნენ ერთმანეთს, სადაც ტყვეების გაცვლაზე ისაუბრეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე - რა ხდება ყარაბაღში?
მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ყარაბაღი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, 1920-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ხელისუფლებამ აქაც გამოიყენა რეგიონში აპრობირებული, ე.წ. დაყავი და იბატონეს პრინციპი და ეთნიკურად სომეხი უმრავლესობით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანა როგორც ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა.
ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირებამ პიკს 1988 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მიაღწია. ადგილობრივმა პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთს უერთდებოდა, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქტიური საომარი მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა, რასაც დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კი დევნილად იქცა.
1994 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, მცირე შეტაკებები მას შემდეგ რეგულარულად ხდებოდა. ამჟამად მთიან ყარაბაღს ეთნიკურად სომხები აკონტროლებენ, რომელთაც ზურგს სომხეთი უმაგრებს. გარდა ამისა, მათ ოკუპირებული აქვთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი, ე.წ. ბუფერული ზონა, რითაც მთიანი ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
"ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა "ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
-
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
-
ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
გადახედვა
-
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა 8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
გადახედვა
-
"ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს "ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
კომენტარები