გიგი უგულავა

გიგი უგულავა

27 Dec. 2018, 15:37

ქ-ნ ეკა ბესელიას დაცვას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან გაჩერებული საათიც კი დღე-ღამეში ორჯერ სწორ დროს ანახებს. დიახ დღეს ქ-ნ ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს, ოღონდ მათ მხოლოდ "9წლის" მსახურებად მოიხსენიებს.

არა და დიახ ქ-ნ ეკა, ესენი 9 წლის მერე უკვე 6 წელია ივანიშვილს ემსახურებიან და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენენ თქვენ ხელში, რაც თქვენ არასდროს გაგიპროტესტებიათ. მეტიც ტურავა რომ სიმულანტობდა თქვენ მას უმსგავსოდ ამართლებდით. განსხვავებით იმ 9 წლისგან ეს ხალხი ახლა ფულსაც აკეთებს. ამდენად, რაც ახლა ოცნებაში ხდება, არა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, არამედ სასამართლოზე გავლენისთვის ბრძოლაა. ამასთანავე, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს უვადო ბოროტება შევაჩეროთ დღეს. ამიტომ მხარს ვუჭერ პროტოქოცთა ამ ამბოხს, თუნდაც რომ მერკანტელური მიზნებით იყოს ნაკარნახევი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ