6 ცუდი გაკვეთილი, რომელიც 402-ე ოთახის ბავშვებისგან არ უნდა ვისწავლოთ
წლების წინ დილით გაღვიძებას და სკოლაში წასვლას მხოლოდ ერთი პლიუსი ჰქონდა - რუსთავი 2-ის ეთერში ბავშვები 402-ე ოთახიდან გადიოდა და ყველას ერთი სული ჰქონდა გაეგო, როგორ გრძელდებოდა მისის გროუვსისა და ყველაზე ოხუნჯი სკოლის მოსწავლეების თავგადასავალი.
შოუს მაშინ მხოლოდ ერთი დანიშნულება - გართობა ჰქონდა, რეალურად კი 402-ე ოთახის ბავშვებს, დადებით თვისებებთან ერთად ძალიან, ძალიან ბევრი უარყოფითი მხარეც ჰქონდათ, ის, რასაც წლების წინ არ ან ვერ ვამჩნევდით.
მაშ ასე, იჩი ბაი, იჩი ბუ! წარმოგიდგენთ ექვს გაკვეთილს, რომელიც 402-ე ოთახის ბავშვებისგან არ უნდა ვისწავლოთ.
1. პოლი მაკშეინისგან არ უნდა ვისწავლოთ ადამიანების დაბეზღება
მიუხედავად იმისა, რომ პოლის თავისი სამშობლო, ლიეტუვა ძალიან უყვარს და მისგან ამ ქვეყნის შესახებაც ბევრი გავიგეთ, ის მაინც ქედმაღალი და ძალიან გამაღიზიანებელია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ პოლი სამაგალითო მეგობარი ნამდვილად არ არის და მისგან სანიმუშო ადამიანის შექმნაც ვერ გამოვა. აბეზარი ხასიათის გამო, არასდროს გასჭირვებია თანაკლასელების დაბეზღება დირექტორთან და კლასის დამრიგებელთან. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ პოლისთან მეგობრობა არავის სურს.
2. ნენსი ფრენსისისგან არ უნდა ვისწავლოთ, რომ ადამიანებს პოპულარობის გამო დავუმეგობრდეთ
მოდას აყოლილ ნენსის, მთელი სერიალის განმავლობაში ერთადერთი ოცნება აქვს - დაუმეგობრდეს პენის. ამის გამო, ის ხშირად ივიწყებს რეალურ მეგობრებს - ჯორდანს, ჯესის და გაბრიელას. კლასის ლიდერს ხშირად ახასიათებს უკიდურესობაში გადავარდნაც და მთლიანად შეპყრობილი ხდება ახალი გატაცებით. მაგალითად, შეუძლია კლასელებს იმის გამო დასცინოს, რომ არ აცვიათ ტრენდული ტანისამოსი, ან ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ საყვარელი ჯგუფების კონცერტზე სიარულს.
3. ჯესი მაკკოისგან არ უნდა ვისწავლოთ, რომ საკუთარი სტატუსის ასამაღლებლად ყველაფერზე წავიდეთ
ჯესი სკოლის ყველაზე ზარმაცი მოსწავლეა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მისი კომპლექსების დიდი ნაწილის მიზეზი დედამისია. მას თვალის დაუხამხამებლად შეუძლია გაანადგუროს სკოლის ინვენტარი მხოლოდ იმიტომ, რომ "კარგი ბიჭის" სტატუსი დაიმსახუროს.
4. ვინი ნასტასგან არ უნდა ვისწავლოთ ადამიანების დაცინვა
ჯესი და ვინი კლასის ყველაზე ხმაურიანი მოსწავლეები არიან. ერთი შეხედვით ისინი საუკეთესო მეგობრებიც არიან, თუმცა ვინი ხშირად დასცინის და ბოროტად ეხუმრება ჯესის. გარდა ამისა, მისი უკბილო ხუმრობების სამიზნე გარეგნობის, გენდერული თუ რასობრივი მიზეზით სკოლის სხვა მოსწავლეებიც ხდებიან.
5. არტურისგან არ უნდა ვისწავლოთ, რომ ცხოვრებაში მთავარი ფულია
არტური ზუსტად ის ადამიანია, რომლისგანაც საერთოდ არაფერი უნდა ისწავლოთ!გამდიდრებაზე მეოცნებე არტურს ერთადერთი მისია აქვს - რაც შეიძლება მეტი ფული წასცინცლოს თანაკლასელებს და ყველაფრისგან სარგებელი ნახოს.
6. მისტერ ბესერისგან საერთოდ არაფერი არ უნდა ვისწავლოთ
არაკომპეტენტური სკოლის დირექტორი, მისტერ ბესერი ყველაზე უპრინციპო ადამიანია მთელი სერიალის ისტორიაში . ის მოსწავლეებს ხშირად უმიზეზოდ სჯის და მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მის ძალიან ბევრ უარყოფით თვისებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ერთი - მისტერ ბესერის მერკანტილური ხასიათი და სხვის ხარჯზე ცხოვრების დაუოკებელი სურვილი. ახლაც გაურკვეველია, როგორ მოახერხა მან ამ თანამდებობის მიღება.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები