სახალხო დამცველი 4 ახალ მანქანას ყიდულობს
ფოტო: shutterstock
სახალხო დამცველის აპარატი ოთხ ახალ მანქანას ყიდულობს. ავტომობილების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულება 180 ათასი ლარია, რაც, საშუალოდ, ერთ მანქანაზე 45 ათასია.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე On.ge-სთან საუბრისას ახალი მანქანების შესყიდვას აპარატის საჭიროებებით ხსნის. მისი თქმით, რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს, ქალაქგარეთ სჭირდებათ გადაადგილება. გარდა ამისა, უწყებაში რეორგანიზაციის შემდეგ იგეგმება უფლებათა დარღვევისა და მოსახლეობაში არსებული პრობლემების საკითხებზე მუშაობის გააქტიურება.
გვარამაძე ამბობს, რომ აპარატში 20-მდე ავტომობილია, საიდანაც დიდი ნაწილი მოძველდა. მათ შორის, 13 ერთეული 2009 წელს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გადაეცათ და სამი კი გაფუჭებულია, რომელთა გასაყიდად გადაცემაც ფინანსთა სამინისტროსთვის იგეგმება.
ამ მომსახურების შეძენამდე, დაახლოებით ერთი წლით ადრე, აპარატმა წინა ომბუდსმენის დროს ნაყიდი მანქანა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გასაყიდად გადასცა. 105 ათასად ნაყიდი მანქანა 61, 2 ათასად გაიყიდა.
"დღესაც რომ გვქონდეს სარგებლობაში ეს მანქანა, ჩვენი მაღალი მოთხოვნების მიუხედავად, დღესაც გადასცემდა ფინანსთა სამინისტროს. ის მახასიათებლები არის ბიზნესკლასის და უხერხულია, სახელმწიფო აპარატს ჰქონდეს მსგავსი მანქანა... საბოლოო ჯამში, ჩვენი აპარატი დაზარალდა, თუმცა საკმაოდ გამიზნულად და გააზრებულად დავაბრუნეთ ეს სატრანსპორტო საშუალება. ახლაც რომ იყოს ეს საკითხი გადასაწყვეტი, ახლაც იგივეს გავაკეთებდით", — ამბობს გვარამაძე.
ომბუდსმენის პირველი მოადგილის თქმით, 20-მდე ავტომობილიდან 17-მდე ე.წ. განპირობებული მანქანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთ კონკრეტულ პირს, სახალხო დამცველს, მის მოადგილეებს, ან აპარატის სხვა თანამშრომლებს ემსახურებიან. ის განმარტავს, რომ, როცა ეს თანამშრომლები ისვენებენ, ან მივლინებაში არიან, მანქანები მათ კოლეგებს ემსახურებიან.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები