მთავრობამ განათლების რეფორმაზე თანხების გადაჭარბებით ხარჯვა გადაიფიქრა
ფოტო: Shutterstock
ეკონომიკური თავისუფლების აქტში აღარ შევა ცვლილება, რომლითაც მთავრობას შეეძლო განათლების რეფორმისთვის დადგენილზე მეტი დაეხარჯა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტებზე განხილვისა და სავალუტო ფონდთან კომუნიკაციის შემდეგ ეკონომიკური თავისუფლების აქტში განათლების რეფორმის სახით გამონაკლისი ამოიღეს. ცვლილება დოკუმენტურად მეორე მოსმენის დროს აისახება.
ეკონომიკური თავისუფლების აქტში დაგეგმილ პრობლემურ ცვლილებებზე On.ge-მ 4 ოქტომბერს დაწერა. ამ კანონპროექტში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონპროექტი დროებით რეგულაციასაც ადგენდა და სახელმწიფოს უფლებას აძლევდა განათლების რეფორმაზე იმაზე მეტი დაეხარჯა, ვიდრე კანონით არის გაწერილი. უფლებამოსილების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა არაუგვიანეს 2025 წლის, ერთჯერად და არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ეკონომიკის ექსპერტისთვის გიორგი პაპავასთვის გაუგებარი იყო, რას ემსახურებოდა მსგავსი დათქმა ეკონომიკური თავისუფლების აქტში.
"ჩემთვის გაუგებარია, თუ მთავრობა 2022 წლის ჩათვლით არ აპირებს ისეთი რეფორმის დაწყებას, რომელიც მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, მომდევნო ორ წელში, რატომ უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ამ გამონაკლისის აუცილებლობა ჩემთვის გაუგებარია", — განმარტა ეკონომისტმა.
On.ge-ს კითხვაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ამ დათქმის საფუძველი განათლების პრიორიტეტულობა იყო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხიდან, ერთ თვეში აღნიშნული დათქმა კანონპროექტიდან ამოიღეს. On.ge არკვევს გადაწყვეტილების მიღების მოტივაციას და ფინანსთა სამინისტროს განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები