საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის შეურაცხყოფა მიუღებელია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები არის მიუღებელი. საპატრიარქოს თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები სასულიერო პირთაგან არაერთხელ გაჟღერებულა.
"დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება, იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ" — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხია.
კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.
სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა.
კიევის პატრიარქ ფილარეტს ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური პოზიცია არ გაუვრცელებია და ამასთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია.
-
ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
დავით გურგენიძე: ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა დავით გურგენიძე: ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება
-
ჯაბა სამუშია: დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია ჯაბა სამუშია: დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 52% დონბასის დათმობას ეწინააღმდეგება, 40% მხარს უჭერს KIIS: უკრაინელების 52% დონბასის დათმობას ეწინააღმდეგება, 40% მხარს უჭერს
გადახედვა
-
ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს
გადახედვა
-
სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
გადახედვა
-
AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით
გადახედვა
-
გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება
-
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
-
Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
გადახედვა
-
ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება
-
2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს 2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება "ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
-
ლორა თორნტონი: რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს? ლორა თორნტონი: რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს?
გადახედვა
-
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
კომენტარები