თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სოფელი, რომელში მცხოვრებმა 22 წლის ბიჭმა თავი სავარაუდოდ პოლიციის მუქარის გამო მოიკლა, პოლიციას "შანტაჟში ჰყავს".

ბექა წიქარიშვილის პოსტის მიხედვით, სამართალდამცავები იმ წერილის გაქრობასაც ცდილობდნენ, რომელიც 22 წლის დემურ სტურუამ თვითმკვლელობის წინ დატოვა:

"ამ ფონზე დემურ სტურუას თვითმკვლელობა ჟესტია, მან ნიშანი დაგვიტოვა რომელიც წაკითხვას და მოქმედებას ითხოვს".

აღნიშნულ თემაზე თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ყველაზე მოწყვლად ფენებს უტევს,

გუშინ იმ პოლიციელმა, რომლის სავარაუდო მუქარის გამო 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა, თანამდებობა დატოვა.