ოსკარებზე წარსადგენად შერჩეული ქართული ფილმის რეჟისორი ნეპოტიზმს გამორიცხავს
ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში შესარჩევად, საქართველოდან რუსუდან გლურჯიძის სხვისი სახლი გაიგზავნება.
ეს გადაწყვეტილება კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო. კომისიის წევრები იყვნენ:
- ზაზა ურუშაძე (რეჟისორი)
- მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი)
- გიორგი ოვაშვილი (რეჟისორი)
- ოთარ შამათავა (რეჟისორი)
- კახა კანდელაკი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე)
- გოგა პიპინაშვილი (მსახიობი)
- კოტე ჯანდიერი (მწერალი, დრამატურგი)
- ლელა ოჩიაური (კინომცოდნე)
- ნინო მხეიძე (კინომცოდნე)
კომისიის გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.
შესარჩევ პროცესში, გლურჯიძის სხვისი სახლის გარდა, მონაწილეობას იღებდა, ნინო ბასილიას ფილმი ანას ცხოვრება, თეონა და ტიერ გრენადეების ძმა და ვანო ბურდულის გაყინული შადრევნების წელიწადი.
სხვისი სახლი საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი გამარჯვებული გახდა, საკონკურსო პროგრამაში East of the West.
ისევე როგორც ბოლო პერიოდში გადაღებული სხვა ქართული ფილმები, გლურჯიძის სხვისი სახლიც 90-იანი წლების საქართველოს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი გამოთავისუფლებულ სახლებს ნაჩქარევად იკავებენ, თუმცა ახალ გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება მარტივი არ აღმოჩნდება და ომი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იჭრება.
ფილმის რეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის მეუღლე, ზურაბ მაღალაშვილი, საქართველოს კინოცენტრის დირექტორი და ამ ფილმის პროდიუსერია, თუმცა კინოცენტრში ამბობენ, რომ ამ ფაქტს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.
კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენიტის უფროსი დავით ვაშაძე აცხადებს, რომ ფილმმა სხვა კანდიდატებს დიდი უპირატესობით აჯობა:
“ციფრებს არ ვასახელებთ, თუმცა ამ ფილმმა დიდი უპირატესობით მოუგო სხვა ფილმებს. როგორც წესი, კინოცენტრის დირექტორი ყოველთვის არის კომისიის თავმჯდომარე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზურა ამ ფილმის პროდიუსერი იყო, მას საერთოდ არ მიუღია პროცესში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ ამოიწურა ეს თემა.”
კომისიის ერთ-ერთი წევრი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ფილმი შეირჩა, იმ მესიჯების ასახელებს, რომლებიც ქართულმა კინომ მსოფლიოს უნდა გაუგზავნოს:
"ოთხივე ფილმი საინტერესო ნამუშევარი იყო, თუმცა აქ ხდება გარკვეული მორგება კონკურსზე. მაგალითად, აქ საუბარი რომ სხვა კონკრეტულ ფესტივალზე ყოფილიყო, შესაძლოა საერთოდ სხვა არჩევანი გაკეთებულიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში რუსუდან გლურჯიძის ფილმი, რომელმაც მიიღო ხმების გარკვეული რაოდენობა, კომისიის თითოეულმა წევრმა არჩევანი გააკეთა იმის მიხედვით, თუ რა მესიჯი დევს ფილმში და რა შეიძლება შეატყობინოს ქართულმა კინომ მსოფლიოს
იმის გამო, რომ ბედმა ზურა მაღალაშვილს კინოცენტრის დირექტორობა არგუნა და რუსუდან გლურჯიძე არის მისი მეუღლე, ამის გამო არამგონია ადამიანის დაჩაგვრა სწორი იყოს. მითუმეტეს, თუ ის წარმატებული იქნება. კომისია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, სხვადასხვა პროფესიისა და გემოვნების ადამიანი შედიოდა და მერწმუნეთ მათთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ იქნებოდა ვინ ვისი ოჯახის წევრია".
ნეპოტიზმს უარყოფს თავად რეჟისორი რუსუდან გლურჯიძეც:
"ერთ ჟურნალისტს კითხვა ჰქონდა ჩემთან, კარლოვი ვარის ფესტივალზე გრანპრი რომ მიიღეთ თქვენი მეუღლე ხომ არაფერ კავშირშიაო და დამიჯერეთ, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები ასეთი კავშირები და ასეთი საერთაშორისო გავლენა თუ ექნება ჩემს მეუღლეს. ზურა არამხოლოდ კინოცენტრის დირექტორია, ის ამ ფილმში მთავარი როლსაც ასრულებს და პროდიუსერიც ის არის, მე არ ვფიქრობ რომ ჟიური, რომელიც საკმაოდ კომპეტენტური იყო, არჩევის დროს რამენაიარად ითვალისწინებდა ჩემი და ზურას ურთიერთობას”.
კინომცოდნე გიორგი რაზმაძე, საქართველოს კინოცენტრს ამერიკის კინოაკადემიის წესების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც ოსკარზე ისეთი ფილმი უნდა გაიგზავნოს, რომელიც უკვე გასულია ან გადის კინოთეატრში, რადგან მაყურებელს ჰქონდეს წარმოდგენა თუ რა ფილმით მიიღებდა ოსკარის კონკურსში მონაწილეობას მისი ქვეყანა:
"ვინმეს ცოლობაზე, დობაზე, დედობასა თუ სხვა ნათესაურ კავშირზე აპელირება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ერთადერთი რაც გამოიკვეთა არის ეთიკის საკითხი. კინოცენტრის ამჟამინდელი დირექტორი სხვისი სახლის პროდიუსერია. ჩემი აზრით, აჯობებდა ფილმის შემქმნელებს საკუთარი ინიციატივით შეეკავებინათ თავი კონკურსში მონაწილეობისგან. ასევე, სასურველია, კინოცენტრმა დაიცვას ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნები და ის ფილმები შეარჩიოს, რომლებიც გაქირავებაში იყვნენ. ამ შემთხვევაში, რუსუდან გლურჯიძის ფილმი საქართველოში ჯერ არავის უნახავს და გამიჭირდება სხვისი სახლის შესახებ რაიმეს თქმა".
სხვისი სახლის ქართული პრემიერა სექტემბერში შედგება, ოსკარის რიგით 89-ე ცერემონიალი კი 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება. ქართული ფილმის საოსკარო ბედი 24 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო დასახელების დროს გაირკვევა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა

კომენტარები